• Ƀ/$

საქართველო საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელ 20 ქვეყნას შორის დასახელდა

12 მარტი 18:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ამერიკული ფინანსური პორტალის GOBankingRates (GBR) მიხედვით, საქართველო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ხელსაყრელი 20 ქვეყნის სიაში დასახელდა და მე-16 ადგილი დაიკავა.

გამოკითხვაში 115 ქვეყანა იყო შედარებული ხუთი შემდეგი მაჩვენებლის მიხედვით: მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ინდექსი, უძრავი ქონების იჯარის ფასი, სურსათის, საქონლისა და მომსახურების ფასი, ასევე ფასების ინდექსები რესტორნებსა და ბარებში. ყველა ციფრი შეადარეს ანალოგიურ მაჩვენებლებს ნიუ-იორკში.


 „მეღვინეობის რეგიონით, შავი ზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროებითა და ნიუ-იორკთან შედარებით 70%-ით უფრო იაფი ცხოვრებით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საცხოვრებლად იაფი ქვეყანაა“, - ნათქვამია GBR რეიტინგში.


საქართველოს უახლოეს მეზობლებს შორის უკრაინამ მე-6 ადგილი დაიკავა რეიტინგში, მოლდოვამ მე-19, ბელორუსიამ - 27-ე, სომხეთმა - 34-ე, აზერბაიჯანმა - 35-ე.


საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში შევიდნენ ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, საუდის არაბეთი, ტუნისი, ეგვიპტე, ზამბია, მექსიკა, მაკედონია და უკრაინა.


მსგავს თემაზე:

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, საქართველო მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია


ტრამპის რეიტინგი იზრდება


ბიძინა ივანიშვილი „რობინ ჰუდის რეიტინგში“ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს


საქართველო Doing Business 2018-ის რეიტინგის ათეულშია



სხვა სიახლეები