• Ƀ/$

საქართველო ინტერნეტის სიიაფით ათეულშია

13 მარტი 10:00 | ტექნოლოგიები

ინტერნეტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად იქცა. მისი როლი მომავალში უფრო გაიზრდება და ნივთების ინტერნეტის მეშვეობით, ქსელში ჩართული მოწყობილებების რაოდენობა 50 მილიარდს გადააჭარბებს. 

დღეს, როცა ინტერნეტი ადამიანს მუშაობაში, განათლების მიღებაში, კომუნიკაციაში, ინფორმაციის მოძიებასა და გართობაში ეხმარება, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ასე ცხოვრობს 3.7 მილიარდზე მეტი ადამიანი, პლანეტის მოსახლეობის ნახევარი. რისი მიზეზიც ინფრასტრუქტურის არქონა და მაღალი ფასია.


ფართოზოლოვანი ინტერნეტის გადასახადი სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება.



ინტერნეტი ყველაზე იაფი ირანშია, სადაც აბონენტის ყოველთვიური ხარჯი 5.37 დოლარია. მას უკრაინა და რუსეთი მოსდევს. ათეულს კი $16.68-ით საქართველო ასრულებს. 


ზოგიერთ ქვეყანაში კი ინტერნეტი რამდენიმე ათეულჯერ, ან ასეულჯერაც კი უფრო ძვირია. 



ბურკინა ფასოში ინტერნეტის ყოველთვიური ხარჯი 1000 დოლარს აღწევს. ქვეყნებში, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი ისედაც ძალიან მაღალია, ამ ზომის გადასახადის დაფრავა ერთეულებს თუ შეუძლიათ. ინტერნეტის არქონა ეკონომიკურ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.


ინტერნეტის სიიაფის მიხედვით რეიტინგის პირველ ათეულში მაღალგანვითარებული ქვეყანა არ მოიძებნება, ბოლო ათეულში კი ასეთი მხოლოდ ორია ემირატები და ბრუნეი. ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატები, კორეა, იაპონია და ავსტრალია კი ამ ორ ათეულს შუა მოექცნენ.


მსგავს თემაზე:

კორეაში 5G ინტერნეტი გამოსცადეს


მასკმა ინტერნეტის გამავცელებელი სატელიტი კოსმოსში გაუშვა


ინტერნეტის სიგნალს მთვარიდან მივიღებთ


5G ინტერნეტის შესაძლებლობები ბარსელონაშიც განიხილეს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი