• Ƀ/$

პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა facebook-ს $50 მლრდ დაუჯდა

21 მარტი 12:18, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Facebook-ის აქციების ღირებულება პარასკევის შემდეგ 10%-ით $185-დან $166.5-მდე დაეცა. რისი მიზეზიც 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფრომაციის გაჟონვა გახდა.

როგორც New York Times იტყობინება, ბრიტანულმა Cambridge Analytica-მა Facebook-ის მეშვეობით შეერთებული შტატების 50 მილიონ მოქალაქეზე რეკლამის გაყიდვის მიზნით პერსონალური ინფორმაცია მოიპოვა. კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა. ცუკერბერგი ბრიტანეთის პარლამენტში უკვე დაიბარეს, მას სავარაუდოდ კონგრესის წინაშეც მოუწევს წარდგენა.



მართალია facebook ბრალდებებს არ აღიარებს, მაგრამ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $50 მლრდ-ით $487 მლრდ-მდე შემცირდა. თავად ცუკრებერგმაც 6 მილიარდი დოლარი დაკარგა.


თავად ფაქტის გარდა, რის შედეგადაც შეერთებული შტატების კანონი დაირღვა, მომხმარებელთა გაღიზიანება კომპანიის დუმილმა გამოიწვია. 


მომხმარებლის მონაცემების გამოყენება პირველი შემთხვევა არ არის. 10 წლის წინ, როდესაც სოციალური ქსელები ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენდა, ობამას გუნდი მის დამუშავებაში, მომხმარებლების  პერსონალური ინფორმაციის მიღებაში და მათთვის რეკლამის შეთავაზებაში ამხილეს.


Facebook-მა მომხმარებლის ინნორმაციის გაცემა 2015 წელს ოფიციალურად აკრძალა. უცხო პირთათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ის ინფორმაცია, რის ნებართვასაც თავად ანგარიშის შემქნელი გასცემს. მაგრამ გარდა ასეთი მასშტაბური ინფარომაციის გადინებისა კონკრეტული პირის ანგარიშზე ან გვერდზე შეღწევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.


Facebook დღემდე რჩება ყველაზე დიდ სოციალურ ქსელად 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლით.


მსგავს თემაზე:

FACEBOOK-ზე ბიტკოინის რეკლამა იკრძალება


FACEBOOK იცვლება


Facebook-ი ხმოვან სტატუსებს ნერგავს


Facebook-ის შემდეგ კრიპტოვალუტების რეკლამას Google აკრძალავს



სხვა სიახლეები