• Ƀ/$

განახლებადი ენერგიის წარმოებაში ჩინეთი, აშშ და ინდოეთი წინაურდებიან

24 მარტი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

განახლებადი ენერგიის წარმოებაში 2022 წლისთვის 3 გამოკვეთილი ლიდერი ჩინეთი, შეერთებული შტატები და ინდოეთი გამოვლინდება. ჩინეთი ამჟამადაც პირველ ადგილზეა, ინდოეთი კი თავის წილს დიდი სისწრაფით ზრდის. 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფომრაციით, ველაზე პესიმისტური სცენარითაც კი, განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრე 2022 წლისთვის სულ ცოტა 43%-ით გაიზრდება და 920 გიგავატს მიაღწევს. ამასთან მზის ენერგიის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


2022 წლისთვის ჩინეთის წილი ალტერნატიულ ენერგიაში 40%-ს მიაღწევს. განთვსებული პანელების რაოდენობით ჩინეთმა უკვე გადააჭარბა წლების წინ 2020 წლისთვის დასახულ გეგმას, 2019 წელს იგივეს ქარის ტურბინების შემთხვევასიც ელიან. თუმცა  ჩინეთისთვის ქარის ტურბინები და მზის პანელები არასკამარისია. ქვეყანაში ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები პოპულარობას იძენს. გარდა ამისა ჩინეთი ლიდერია ჰიდრო და ბიო ენერგიის წარმოებაში, ასევე ელქტრომობილების რაოდენობაში.


მიუხედავად ტრამპის გადაწყვეტილებისა, დაეტოვებინა პარიზის შეთანხმება, შეერთებული შტატები მეორე ადგილს მყარად ინარჩუნებს. თუ გავითვალისწინებთ მისი ეკონომიკის ზომას ასევე იმ შეღავათებს რაც ადგილობრივ მწარმოებლებს გააჩნიათ, ეს პოზიცია გასაკვირი აღარ უნდა იყოს. TESLA-ს ამბიციები კლიმატის შესახებ დადებულ ყველა ხელშეკრულებას აღემატება.


ინდოეთი ერთი შეხედვით თამაშგარე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 2022 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგია გაორმაგდება, ან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ამ ქვეყანას მზის ენერგიის გამოყენების საკმაოდ შთამბეჭდავი პოტენციალი გააჩნია. 



ევროპის პატარა ქვეყნები გიგანტებთან ცხადია ახლოსაც ვერ მივლენ, თუმცა მათი ეკოლოგიური გარემო ბევრს შეშურდებოდა. ნორვეგია, რომელიც მოხმარებული ელექტროენრგიის 100%-ს განახლებადი ენერგიისგან აწარმოებს 2025 წელს ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს სრულად აკრძალავს. ნორვეგიას ისლანდია და ნიდერლანდები მოსდევს.


საქართველოში ელექტროენერგიის 80% განახლებადი წყაროებისგან იწარმოება, ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგები კი საკმაოდ მძიმეა, თუმცა პოზიტიური ცვლილებებიც აშკარაა. 2017 წელს ქვეყანაში 871 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 25.6-ჯერ აღემატება.


 


მსგავს თემაზე:

ჩინეთში ჰაერის ყველაზე დიდი გამწმენდი დანადგარი ჩართეს


გერმანია დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე უარს ამბობს


ჩინეთი განახლებად ენერგიაში $360 მლრდ-ს დააბანდებს


გამონაბოლქვით გამოწვეული სიკვდილიანობა ავტოკატასტროფის მაჩვენებელს აღემატება



სხვა სიახლეები