• Ƀ/$

ჩინური კოსმოსური თანამგზავრი წყნარ ოკეანეში ჩავარდა

2 აპრილი 12:18, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მოლოდინი რომ ჩინური კოსმოსური სადგურის ნარჩენები საქართველოს ტერიტორიზე ჩამოცვივდებოდა არ გამართლდა. საქართველოს მაგივრად ნაწილები წყნარ ოკეანეში ჩაცვივდა. 

Tiangong-1, ითარგმნება როგრც სამოთხე, 8.5 ტონას იწონიდა, ატმოსფეროში შემოსვლისთანავე მისი უდიდესი ნაწილი დაიწვა.


სადგური ორბიტაზე ჩინეთმა 2011 წელს გაუშვა. მას 11 წელი უნდა ემუშავა, მაგრამ 2016 წელს მწყობრიდან გამოვიდა. მისი მიზანი სამეცნიეროზე მეტად ჩინური კოსმოსური მიღწევების წარმოჩინება იყო. 



ჩინეთს სხვა დანარჩენთან ერთად კოსმოსური ამბიციებიც გააჩნია. მართალია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს არ მიერთებია, მაგრამ ის მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც კოსმოსში პილოტირებული მისია განახორციელა. უფრო შორეული მიზანი კი მარსზე დაჯდომაა. 


 


 


 


მსგავს თემაზე:

ბნელი ენერგიის კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება


ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში 2020 წელს გაუშვებენ



სხვა სიახლეები