• Ƀ/$

რობოტი მასწავლებლის ფუნქციას შეითავსებს

2 აპრილი 14:10, 2018 წელი | ტექნოლოგიები

რობოტმა 2027 წელს შესაძლოა მასწავლებელი ჩაანაცვლოს. ეს განცხადება ბრიტანეთის განათლების ექსპერტ ენტონი სელდნონს ეკუთვნის.

ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების შესახებ უკვე არაერთი მოსაზრება გამოითქვა, დაიწერა წიგნები, გადაიღეს ფილმები მაგრამ დღევანდელ სამყაროშიც კი ასეთი თამამი განცხადებები იშვიათად კეთდება. აქცენტი კეთდება არ იმდენად ფაქტზე, რომ რობოტი მასაწვლებელს ჩაანაცვლებს, უფრო დროზე. 2027 წლამდე სულ 9 წელიღაა დარჩენილი.


მოლოდინი ბევრი სხვა ტექნოლოგიისგან განსხვავებით, როგორებიცაა მაგალითად: ელექტრომობილი ან 5G ინტერნეტი, უფრო უარყოფითია ვიდრე დადებითი. ადამიანებს 2 რამ აშინებთ სამუშაო ადგილისა და ფუნქციის დაკრაგვა.


საკითხთან დაკავშირებით დებატები არ წყდება. ხელოვნური ინტელექტს საფრთხედ აღიქვამდა ჰოკინგი. მას ბირთულ ბომბზე საშიშად მიიჩნევს ილონ მასკიც, რის გამოც ცუკერბერგთან დაპირისპირება მოიხდა, თუმცა იგივე მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის ინიციატივით გამოვიდა, რათა რობოტებმა კი არ აიღონ ძალაუფლება ხელში, ადამიანმა გაზარდოს მკვეთრად საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები.


მსგავს თემაზე:

ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს სასკოლო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს


კალათბურთელი რობოტი ხელოვნური ინტელექტით ნამდვილი სნაიპერია


ილონ მასკს ხელოვნური ინტელექტი ატომურ ბომბზე საშიშად მიაჩნია



სხვა სიახლეები