• Ƀ/$

ჩინეთში საცობებს ხელოვნურ ინტელექტს დაუპირისპირებენ

5 აპრილი 18:28, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ჩინეთი საცობებთან საბრძოლველად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. პეკინში იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგია ავტომობილთა რაოდენობას, ვერა, მაგრამ მგზავრობის დროს კი შეამცირებს. 

ჩინეთში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია, მაგრამ კიდევ უფრო მაღალია ავტომობილთა რაოდენობის ზრდა. 2016 წელს მთლიანმა ავტოპარკმა 212 მილიონს გადააჭარბა და მეორე ადგილი დაიკავა შერთებული შტატების შემდეგ. თუმცა მოსახლეობასთან შეფარდებით ეს რიცხვი არც ისე დიდია. ყოველ 1000 მაცხოვრებელზე 155 ავტომობილი. ამ კოეფიციენტით ჩინეთი პირველ 50 სახელმწიფოშიც კი არ შედის.


ჩინური საცობის ფოტოებმა რამდენჯერმე მოიარა მსოფლიო. ინფრასტრუქტურის მოწყობის ავტოპარკის ზრდის ტემპს ჩამორჩება. სრული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.



საცობებს მხოლოდ ავტომობილთა დიდი რაოდენობა არ ქმნის. საცობი იქმნება მაშინ, როდესაც დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ერთ გზაზე ბევრი ავტომობილი იყრის თავს. ამ დროს შესაძლოა პარალელურ ქუჩაზე მოძარაობა თავისუფალი იყოს, მაგრამ მძღოლს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს. ჭკვიანი სისტემა გულისხმობს მთელი ქალაქის კამერებით აღჭურვას, ინფომრაციის მიღებას, დამუშავებაც და მძოლისთვის მიწოდებას. ბუნებრივია მძღოლი ნაკლებად დატვირთულ მონაკვეთს ამჯობინებს, მაშინაც კი თუ გასავლელი მანძილი შორდება, ამ შემთხვევაშიც კი, თავისუფალი მოძრაობის პირობებში დანიშნულების ადგილას ბევრად მალე მივა. შესაძლებელია ტარიფების დაწესებაც. გარკვეული ქუჩები, დღის გარკვეულ მონაკვეთში ფასიანი იქნება. ფასი ავტოტრაფიკზე იქნება დამოკიდებული. მძღოლს ექნება არჩევანი მოკლე გზით, მცირე დროში გადაადგილდეს და ამისთვის ფასი გადაიხადოს თუ უფასოდ შემოვლითი გზით.



ჩინეთი მხოლოდ ამ სისტემით არ კმაყოფილდება. ბოლო წლებში გაკეთდა და კიდევ გაკეთდება ახალი გზები, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, აეროპორტები რკინიგზისა და მეტროს სადგურები. ამ დროისათვის მეტროს ხაზი ჩინეთის 28 ქალაქშია გაყვანილი და კიდევ 13-ში 2021 წლამდე დასრულდება. ქვეყანა არც ძვირადღირებულ მაგლევის ტექნოლოგიაზე ამბობს უარს. 



ჩინეთის ეკონომიკა ამ დროისთვის მხოლოდ შეერთებული შტატებისას ჩამორჩება. მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და კოსმოსური ამბიციები კი ძალიან მაღალია. მას ზესახელმწიფოს სტატუსზე აქვს პრეტენზია და გარკვეულწლიად არის კიდეც ასეთი.


მსგავს თემაზე:

ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს სასკოლო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს


უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია


მატარებლის ისტორია, ორთქმავლიდან ჰიპერ-ლუპამდე


ჩინეთი სამხრეთ კავკასიამდე სარგინიგზო მარშრუტის შემოკლებას გეგმავს



სხვა სიახლეები