• Ƀ/$

XXI საუკუნის ცათამბჯენები და უჩვეულო არქიტექტურული ნაგებობები

9 აპრილი 11:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიოში ყველაფერთან ერთად არქიტექტურაც ვითარდება. 20 წლის წინ უმაღლეს შენობას კუალა-ლუმპურის 2 ტყუპი 452 მეტრიანი ცათამჯბენი წარმოადგენდა, 2 წელიწადში კი საუდის არაბეთში 1 კილომეტრიანი სიმაღლეც დაძლეული იქნება. 

განვითარება მხოლოდ სიმაღლეში არ აისახება. ხელოვნური კუნძულები, უცნაური  ფორმები, ავტონომიური ენერგომომარაგება, და გამწვანება XXI საუკუნის მდიდრული არქიტექტურის ნიშაა. იზრდება სმარტ შენობების რაოდენობაც სადაც მეპატრონეს სათანადო ტექნოლოგიების საშუალებით, კლიმატის კონტროლი, ჰაერის გაწმენდა ან თუნდაც მაცივარში პროდუქციის გადმოწმება დისტანციურად შეუძლია.


2011 წელს ცნობილი „PALM ISLAND”-ის მშენენებლობა დასრულდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ $12 მლრდ-ს გადააჭარბა. ეს კი მხოლოდ დასაწყისია.



2020 წელს საუდის არაბეთში ქალაქ ჯედაში "ჯედა ტაუერი" გაიხსნება. გარდა იმისა რომ შენობა ყველაზე მაღალი იქნება, ის იქნება ადმიანის მიერ შექმნილი პირველი ნაგებობა რომლის სიმაღლეც 1 კილომეტრს გადააჭარბებს, მხოლოდ 7 მეტრით, მაგრამ მაინც. შენობის ღირებულება $1.4 მლრდ-ა, თავდაპირიველად ელპრაიდში 1 მილის (1609 მეტრი) სიმაღლეს სურდათ, თუმცა წინასწარგანსაზღვრული ბიუჯეტით და დღეს არსებული ტექნოლოგიებით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.



ტაიპეიში (ტავანი) მდებარე "agora tower" მსგავსი სიმაღლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, შენობა სულ 20 სართუალიანია, მაგრამ უჩვეულო ფორმით და გამწვანებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას იქცევს. მშენებლობა 2013-2016 წლებში მიმდინარეობდა.



დუბაიში მშენებარე "moon tower"_ის სართულების რაოდენობაც 33-ს არ სცდება, მაგრამ არქიტექტორულად ეს შენობაც გამოირჩევა.



ბუენოს აირესში ასაგებ "buenos aires forum"-ზე კი აქცენტი ერთდოულად გაკეთდა როგორც სიმაღლზეზე 999 მეტრი, ასევე სილამაზეზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე. შენობისგან ჯერ მხოლოდ პროექტი არსებობს, $3.4 მლრდ კი რთული მოსაძიებელი აღმოჩნდა.



პროექტი და კონცეფცია კიდევ უფრო მეტია, კიდევ უფრო შთამბეჭდავი ზომებით და ფორმებით ზოგი მათაგის სფეროსებულია, "ტოკიო-ცის ქალაქის" სიმაღლე 4 კილომეტრს აღწევს, იმავე ტოკიოში პირამიდის კომპლექსში 750 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროს, მაგრამ ჯერჯერობით მშენებლობის დაწყების მიახლოებით დროს კი არაა ცნობილი.


მსგავს თემაზე:

54-სართულიან ცათამბჯენში სასტუმრო "მერიოტი" განთავსდება


დუბაიში მცურავ ბაზარს აშენებენ


ხიდი ცათამბჯენების თავზე


GOOGLE-ს ბრიტანეთში ახალი $1.4 მლრდ-იანი ოფისი ექნება



სხვა სიახლეები