• Ƀ/$

ელექტროძრავიანი გემები რეალობა გახდება

14 აპრილი 15:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ნიჩაბის აფრით ჩანაცვლებამ თავის დროზე ნაოსნობის მასშტაბს ახალი სიცოცხლე შესძინა, XVIII საუკუნის დამლევს აფრა ორთქლის ძრავმა შეცვალა. მოგვიანებით ორთქლის ძრავი დიზელისამ.  დიზელის ძრავი კი აკუმულატორებით შეიცვლება.

შორეულ მანძილებზე რეგულარული საოკეანო რეისები თითქმის საუკუნეა წარსულს ჩაბარდა, თუმცა საზღვაო ტრანსპორტი სულაც არ გაუქმებულა. უზარმაზარი გემები თავისი ზომის პროპორციულ მავნე აირს გამოყოფს. მალე შეიძლება ეს წარსულს ჩაბარდეს.


ამჟამად მასშტაბის ეფექტიდან გამომდინარე სატვირთო გადაზიდვების 90% საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდება. მათი ზომები სულ უფრო და უფრო იზრდება ზოგიერთ მათგანზე 21-22 ათასი კონტეინერი თავსდება და ტვირთამწეობა 300 000 ტონას აღემატება. „ტიტანიკი“ თანამედროვე საკრუიზო გემებთან თავისი ზომით ახლოსაც ვერ მოვიდოდა. ამ ზომის გემებს შესაბამისი სიმძლავრის ძრავებიც უყენია. მართალია გაშლილ ოკეანეში ნახშირორჟანგის დიდ ნაწილს წყალი შთანთქავს, მაგრამ პორტების და საპორტო ქალაქების დაბინძურება კვლავ დიდ პრობლემად რჩება.


გამოსავალი ისევ ალტერნატიულ ენერგიაშია. ელექტრომობილების შესახებ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, ელექტროძრვაიანი გემი კი ნაკლებადპოპულარულია.


გემის შემთხვევაში 2 შემაფერხებელი ფაქტორი სახელდება. ავტომობილთან შედარებით ის გაცილებით მეტ ენერგიას საჭიროებს და რამდენიმე დღე ან კვირა წყალშია, ამ დროის მანძილზე მისი „დატენვა“ შეუძლებელია. რეალურად ორივე დაბრკოლება გადალახვადია. მართალია გემი მეტ საწვავს საჭიროებს, მაგრამ ის მოცულობითაც დიდია, რაც ასობით მძლავრი აკუმულატორის დაყენების საშუალებას იძლევა. გაშლილ წყალში შტეფსელი ნამდვილად არ მოიძებნება, მაგრამ არც ბენზინგასამართი სადგურებია სადმე.


ზოგიერთი გემის აგების ხარჯის $1 მლრდ-ს აღემატება. მის გემბანზე მზის პანელების განლაგებას ბიუჯეტს 0.5%-ითაც ვერ გაზრდის.


ელექტროძრავები და მზის პანელები ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ზომის კატერებში და იახტებშია განთავსებული. ფასების კიდევ უფრო მეტად დავარდნა და მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდა მათ მათ გამოყენებას დიდი ზომის გემებშიც შესაძლებელს გახდის. ცვლილებებს 20-იან 30-იან წლებში ელიან.



მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


ელექტრომობილების შემდეგ, ჰორიზონტზე ელექტრო თვითმფრინავიც გამოჩნდა



სხვა სიახლეები