• Ƀ/$

GOOGLE ერთ ადამიანზე 1 წელში 2000 წიგნის ზომის ინფორმაციას აგროვებს

28 აპრილი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ინტერნეტის გამოყენების ზრდასთან ერთად პირადი სივრცის დარღვევის რისკი სულ უფრო მატულობს. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სასურველი მიზნსისთვის გამოყენება ტექნოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს.

ბოლო პერიდში ყველაზე ხმაურიანი სკანდალი Facebook-ის გარშემო დატრიალდა. საუბარი ეხებოდა 87 მილიონ მომხამრებელს. ეს რიცხვი აქტიური მომხარებლის 5.8%-ს უდრის, დარეგისტრირებული მომხამრებლის 4.3%-ს, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო შეერთებულ შტატებში, იქ სადაც გაჟონა ინფორმაციამ.


Facebook კი ერთადერთი ნამდვილად არ არის. მართალია ის ყველაზე ცნობილი და გამოყენებადი სოციალური ქსელია, მაგრამ მასზე ბევრად დიდია Google რომელიც ამავდროულად ფლობს Gmail-სა და Youtube-ს ასევე Google Maps. Google Analytica-ს მეშვეობით კი შესაძლებელია საიტის მოხმარებაზე დეტალური ინფორმაციის მიღება, რამდენი ადამიანის ტუმრობს მას ყოველდღიურად, თავის სქესობრივ ასაკობრივ ჭრილში, რას ნახულობენ ისინი, რამდეხ ხანს რჩებიან საიტზე და ა.შ. ინტერნეტი და თანამედროვე ცხოვრება Facebook-ისა და სოციალური ქსელების გარეშე ბევრად იოლი წარმოსადგენია, ვიდრე Google-ისა და საძიებო სისტემების გარეშე.


Facebook-ის მსგავსად Google პერსონალური მონაცემების მოპოვებაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ, მეტიც მის მიმართ ბრალდებები ბევრად უფრო ფართო და მასშტაბურია, ის ინახავს ისტორიას და ადგენს კონკრეტული IP მისამართის უკან ვინ დგას, რა სქესის და რა ასაკის, რით ინტერესდება. უკეთეს შემთხვევაში ეს ინფორმაცია შესაძლოა მიზნობრივი რეკლამისთვის იყოს გამოყენებული, უარეს შემთხვევაში კომრომატების მოსაგროვებლად და საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად. უფრო მეტიც მას ზოგჯერ ვებ კამერის ჩართვაში, აუდიო და ვიდეო თვალთვალშიც ადანაშაულებს. ამ უკანსკენელს ცხადია კომპანია უარყოფს, მაგრამ ინფორმაციის ნაწილის შეგროვებას ადასტურებს, თუმცა მას ძიების გამარტივების მიზნებით ხსნის.


მაინც რა ოდენობის ინფორმაცია გროვდება ინტერნეტში? ძალიან ბერვი. რაც კაცობრიობას 2003 წლამდე ინფრომაცია შეუქმნია იმდენი ახლა სულ რაღაც 2 დღეში იქმნება. ცხადია ამ ინფრომაციის 99.99%-ზე მეტი გამოუსადეგარია. YouTube-ზე წუთში 400 საათის ხანგძლივობის ვიდეო იტვირთება. ბრაზილიაში სინ-ჩუანის პროვინციის საინფორმაციო გამოშვება არავის აინტერესებს და არც იაპონიაში უყურებს ვინმე ბოლივიურ რეალითი შოუებს. სრულიად უცნობი ადამიანების მიმოწერაც ინტერესს არ იწვევს მით უფრო მაშინ თუ ეს მიმოწერა მისთვის გაუგებარ უცხო ენაზე ხორციელდება. მაგრამ ინფორმაცია მაინც გროვდება, რომელიც მძლავრ სერვერებსა და ღრუბლოვან სისტემაში ილექება.



სხვადასხვა გამოთვლებით GOOGLE ერთ ადამიანზე იმდენ ინფორმაციას გაროვებს წილიწადში, რომ მის ქაღალდზე გადმოტანის შემთხვევაში 570 000 A4-ის ფორმატის ფურცელი გახდებოდა საჭირო. ეს კი 2000 საშუალო ზომის წიგნს უდრის, ანუ იმ რაოდენობას, რომლის წაკითხვასაც ადამიანთა ნაწილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ახერხებს.


ინტერნეტის გამოყენებაზე უარის თქმა წარმოუდგენელია. დაცვის საშუალებები, როგორებიცაა ინკოგნიტოდ შესვლა, ისტორიის წაშლა ან რაიმე მსგავსი მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს და სურვილის შემთხვევაში მისი აღდგენა მარტივადაა შესაძლებელი. მაგრამ პანიკის საფრთხე მაინც არ არსებობს. ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანის ან კომპანიის საქმიანობა არათუ სხვებისთვის სპეცსამსახურებისთვისაც უინტერესოა და ამიტომ შიში, რომ ვინმეს თითოეულ მინაწერზე, ან კომენტარზე პასუხს მოსთხოვენ უსაფუძვლოა.


 


მსგავს თემაზე:


FACEBOOK 87 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვას ადასტურებს


GOOGLE-ს ბრიტანეთში ახალი $1.4 მლრდ-იანი ოფისი ექნება


მსგავს თემაზე:

Google წყნარი ოკეანის ფსკერზე სამ ახალ ბოჭკოვან გამტარს აშენებს


GOOGLE-მა cloud ტექნოლოგიებიის გამოყენებით $1 მლრდ გამოიმუშავა



სხვა სიახლეები