• Ƀ/$

იაპონიაში ხისგან ალკოჰოლური სასმელი მიიღეს

1 მაისი 21:35, 2018 წელი | ტექნოლოგიები

იაპონიის სატყეო მეურნეობისა და ტყის პროდუქტების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა ხის ქერქისგან ალქოჰოლური სასმელი მიიღეს და იმედი აქვთ, რომ პროდუქტი დახლებზე უახლოეს სამ წელიწადში გამოჩნდება.

სასმელის შემადგენლობაში შერჩეული ხეების ქერქი შედის, რომელიც მკვლევარებმა ჯერ დაფქვეს, ერთგვაროვანი მასის შემდეგ კი საფუარი და ფერმენტები დაუმატეს, რომლებიც დუღილის პროცესს წარმოქმნიან. მათ არ დასჭირდათ ტემპერატურის აწევა, რამაც სასმელებს ხეების არომატი შეუნარჩუნა.


სპეციალისტები ალქოჰოლური სასმელის შექმნის ორი მიმართულებით წავიდნენ: დაყენება და დისტილაცია. მეორე ვარიანტმა მეტი მოწონება დაიმსახურა.


ექსპერიმენტში სამი ჯიშის ხე გამოიყენეს: კედარი, არყისხე და ალუბალი. 4 კილოგრამი კედრის ქერქიდან 3,8 ლიტრი სასმელი მიიღეს, რომელშიც ალკოჰოლის შემადგენლობა 15%–ს აღწევდა. ერთ–ერთმა მკვლევარმა კენგო მაგარამ მედიას თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა:


„ხის ფერმენტაცია საწვავის მისაღებად უკვე გამოიყენებოდა, მაგრამ ჩვენი მეთოდი, დამახასიათებელი არომატის შენარჩუნებით, მისი დალევის საშუალებას იძლევა. ეს იმის დამსახურებაა, რომ ტემპერატურა არ აგვიწევია და არც გოგირდმჟავა გამოგვიყენებია. ვიფიქრეთ, ალკოჰოლი ჩვენს გარშემო არსებული რამით მიგვეღო, მაგალითად ხისგან. ეს საოცნებო პროექტია“.


ინსტიტუტის წარმომადგენლებს თავისი მიგნების კომერციალიზაციის სურვილი აქვთ. ამ მიზნით კერძო სექტორთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა 3 წლის შემდეგ ამ ახალი სასმელის მასობრივი წარმოება დაიწყოს.


სხვა სიახლეები