• Ƀ/$

Facebook გაცნობის სერვისს ჩართავს

2 მაისი 00:17, 2018 წელი | ტექნოლოგიები

სოციალურ ქსელში Facebook სერიოზული ურთიერთობების დასამყარებლად გაცნობის სერვისი ჩაითვება. ამის შესახებ Facebook–ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კონფერენციაზე F8 განაცხადა, წერს The Verge.

„ეს გათვლილია ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარებაზე“, – აღნიშნა ცუკერბერგმა.


მისივე თქმით, სერვისი სოცქსელის მობილური ვერსიის აპლიკაცია იქნება. ამ სერვისის მომხმარებლის მეგობრები ვერასოდეს შეიტყობენ იმის შესახებ, რომ ის პარტნიორს ეძებს: სერვისი მხოლოდ იმ ადამიანებს შემოგთავაზებთ, რომლებიც არ არიან თქვენი მეგობრების სიაში.


გარდა ამისა, სერვისი ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის იქნება, ვისაც პროფილში მითითებული აქვთ, რომ მათ მეწყვილე არ ჰყავთ.


მანამდე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook–ზე ბრაუზერში „ისტორიის გასუფთავების“ ანალოგიური ღილაკი გამოჩნდება.


„თქვენს ვებ–ბრაუზერზე არსებობს მარტივი შესაძლებლობა, წაშალოთ cookie-ფაილები და ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ საიტების უმეტესობის სამუშაოდ აუცილებელია cookie-ფაილები, თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, თქვენი სურვილისამებრ გაასუფთაოთ საკუთარი ისტორია. ჩვენც ვქმნით რაღაც ამგვარს Facebook–ისთვის“, – წერს ცუკერბერგი.


მისივე თქმით, მომხმარებელს თავისი ანგარიშიდან შეეძლება ინფორმაციის წაშლა, თუ რომელ ლინკებს ნიშნავდა და რომელ საიტებს სტუმრობდა.


სხვა სიახლეები