• Ƀ/$

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა აპრილში დაგეგმილზე 22%-ით მეტი ენერგია გამოიმუშავა

3 მაისი 10:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

გორში მდებარე ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წლის აპრილში 9.365 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 1.965 მილიონი კვტ/სთ-ით აღემატება.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სავარაუდო წლიური გამომუშავება 88 მილიონი კვტ/სთ.


სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია 126 473 195 კილოვატ საათს შეადგენს.


ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალი საქართველოში 1.5 გიგავატს შეადგენს რომელსაც 4 მილიარდი კვტ/სთს გამომუშავება შეუძლია ამჟამინდელი შიდა მოთხოვნის თითქმის 35%. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ თუქული "ჩელიკ ჯგუფი" ქართლის კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგურის აგებას აპირებს, რომლის სიმზლავრეს 50 მეგავატი იქნება, ინვესტიციის მოცულობა კი $75 მლნ.


 


მსგავს თემაზე:


პარიზის შეთანხმების დატოვების მიუხედავად აშშ-ში განახლებადი ენეგიის წილი გაიზარდა


საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება


მსგავს თემაზე:

ჩინეთი განახლებად ენერგიაში $360 მლრდ-ს დააბანდებს


განახლებადი ენერგიის წარმოებაში ჩინეთი, აშშ და ინდოეთი წინაურდებიან


პორტუგალიაში განახლებადმა ენერგიამ მარტის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა


განახლებადი ენერგიის წილის ზრდის შედეგად, ბრიტანეთში ნახშირის გამოყენება შეჩერდა



სხვა სიახლეები