• Ƀ/$

პრემიერობისკენ გზაგახსნილი ფაშინიანი რუსეთთან მეგობრობის პირობას დებს

3 მაისი 10:41, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

სომხეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება“. თუმცა, სავაჭრო თემაზე სადაო საკითხები უკვე წამოწია.

„ამ მოძრაობას არავითარი საგარეოპოლიტიკური მოთხოვნები არ გააჩნდა. არ არსებობს არავითარი საგარეოპოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, არ არსებობს გეოპოლიტიკური შეთქმულება. რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება, საერთოდ არაფერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს კითხვები, რომლებიც განხილვას ექვემდებარება“, – აცხადებს დეპუტატი რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.


„მაგალითად, არსებობს კითხვები სომხური საქონლისთვის რუსეთის ბაზრის ხელმისაწვდომობასთან, სომხურ მართვის მოწმობებთან, რუსეთის ფედერაციაში მუშაობის უფლებასთან დაკავშირებით. ბევრი პრობლემა დაგროვდა, რომლებზეც მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს“, – აცხადებს ფაშინიანი.


„ჩვენ იმის დაზუსტება გვსურს, რა კონკრეტული ვალდებულებები გვაქს ერთმანეთთან – რუსეთს, ყაზახეთს, ბელარუსს, იმიტომ რომ ძალიან გვაშფოთებს, როდესაც ვხედავთ, რომ ბელარუსი და აზერბაიჯანი ძალი ან უახლოვდებიან ერთმანეთს“, – დასძინა ოპოზიციის ლიდერმა.


„რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. რა, რუსეთს სომხეთის პოლიტიკაში ყველაფერი მოსწონს? ვფიქრობ, მათაც აქვთ სათქმელი“, – თქვა პოლიტიკოსმა.


„დარწმუნებული ვარ, რუსეთი არ ჩაერევა ჩვენს საქმეებში, ჩვენ მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხებს განვიხილავთ“, – აცხადებს ფაშინიანი.


ნიკოლ ფაშირიანის კანდიდატურა სომხეთის პრემმიერ–მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტმა სამშაბათს ჩააგდო, თუმცა, მმართველი რესპუბლიკური პარტიის ოთხშაბათის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 8 მაისს დაგეგმილ არჩევნებზე უმრავლესობის ფრაქცია ფაშინიანს მხარს დაუჭერს.


„სომხეთი 8 მაისს პრემიერ–მინისტრს მიიღებს. სომხეთის რესპუბლიკური პარტია ამ თანამდებობაზე თავის კანდიდატურას არ დაასახელებს და იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც პარლამენტის შემადგენლობის ერთი მესამედი წამოაენებს“, – განაცხადა ოთხშაბათს სომხეთის მარლამენტის უმრავლესობის ფრაქციის ლიდერმა ვაგრამ ბაღდასარიანმა.


სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ფაშინიანმა მმართველი პარტიის აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, 3 მაისს თავის თანამოაზრეებს მოუწოდა, შეწყვიტონ საპროტესტო აქციები, რათა პარლამენტს მუშაობაში არ შეეშალოს ხელი.


სომხეთში 13 აპრილს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე 23 აპრილს თანამდებობა დატოვა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა სერჟ სარგსიანმა. იმავე დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მთავრობის გადადგომის ბრძანებას მოაწერა ხელი.


მსგავს თემაზე:


წერილი კრემლში – სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფაქტობრივ ხელმძღვანელს


სომხეთის ცენტრალური ბანკი მოსახლეობას სისტემის სტაბილურობაში არწმუნებს


საქართველო–სომხეთის საზღვარი პარალიზებულია – პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური შედეგი


სხვა სიახლეები