• Ƀ/$

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

4 მაისი 17:10, 2018 წელი | ფინანსები

4 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4577 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.31 თეთრი შეადგინა.
 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9401 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9485 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.84 თეთრი შეადგინა.
 
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5771 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.3349 ლარი ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 მაისიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები