• Ƀ/$

აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის მოულოდნელი შედეგები

9 მაისი 22:42, 2018 წელი | ეკონომიკა

სავაჭრო ბრუნვა აშშ–სა და ჩინეთს შორის იანვარ–აპრილში 13,2%–ით გაიზარდა და $191,5 მლრდ–ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ ჩინეთის საბაჟოს მთავარი სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ჩინეთის საბაჟოს სტატისტიკის თანახმად, საანალიზო პერიოდში აშშ–ში საქონლის ექსპორტი 13,9%–ით გაიზარდა $135,9 მლრდ–მდე, ხოლო ამერიკული პრდუქციის იმპორტმა 11,6%–ით მეტი – $55,6 მლრდ შეადგინა.


ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვაში ჩინეთის დადებითმა სალდომ მხოლოდ აპრილში $22,1 მლრდ შეადგინა, რაც მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს 43,8%–ით აღემატება.


ვაშინგტონი და პეკინი 4 მაისს ვერ შეთანხმდნენ სავაჭრო ომის შეწყვეტაზე, თუმცა ამ მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ.


სააგენტო Bloomberg-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, აშშ–მა ჩინეთისგან სავაჭრო დისბალანსის სულ მცირე $200 მლრდ–ით შემცირება მოსთხოვვა 2020 წლამდე პერიოდში.


აშშ–ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები 2018 წელს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა პროტექციონისტურ ზომებს მიმართა. ეს ყველაფერი ჩინური წარმოების პროდუქციასაც შეეხო. შეზღუდვების ერთ–ერთი მიზეზი სწორედ სავაჭრო დეფიციტი დასახელდა. ჩინეთმა ამის შემდეგ საპასუხო ზომებს მიმართა, რამაც ვაშინგტონში უკმაყოფილება გამოიწვია.


აშშ–ის მიერ იმპორტის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება არ მოიწონეს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციაში.


მსგავს თემაზე:


ჩინეთს აშშ–თან ვაჭრობის საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების კონსტრუქციულობის იმედი აქვს


ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს „უკვე წაგებული აქვს სავაჭრო ომი“


ლაგარდი მსოფლიო ვაჭრობის „მოშლის“ საფრთხეებს ხედავს


სავაჭრო ომი და მისი მოსალოდნელი შედეგები


სხვა სიახლეები