• Ƀ/$

Uber-ის სფრინავი ტაქსებისა და მათი აეროპორტების კონცეპტუალური გამოსახულება

12 მაისი 11:00, 2018 წელი | კომპანიები

სამიტის Elevate ფარგლებში Uber-მა არა მხოლოდ მფრინავი ტაქსის პროტოტიპების, არამედ მაათვის გათვალისწინებული აეროპორტების კონცეპტულური გამოსახულებებიც წარმოადგინა, რომლებისაც კომპანია სქაიპორტებს უწოდებს (skyport).

აეროპორტების საკუთარი ვერსიები ექვსმა ცნობილმა არქიტექტურულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომლბეიც ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. ზოგიერთი სქაიპორტის პროექტი Star Wars–ის სამყაროს გვაგონებს, ზოგი კი რეტრო–ფუტურიზმის სტილშია წარმოდგენილი.


Uber–ს არ შეუზღუდავს დიზაინერებისათვის ფანტაზია, მაგრამ გარკვეული მოთხოვნები მაინც წაუყენეს: 3 აკრის ფართობის პლატფორმა საათში 4000 მგზავრს უნდა მოემსახუროს, სქაიპორტი უნდა აკმაყოფილებდეს ხმაურისა და გარემოზე ზემოქმედების დასაშვებ ნორმებს, სქაიპორტამდე უნდა მიდიოდეს ელექტროსადენები, საიდანაც ელექტრული მფრინავი აპარატების დამუხტვა იქნება შესაძლებელი ისე, რომ გავლენა არ მოახდინოს მიმდებარე კვარტლების ელექტრომომარაგებაზე.



ზოგიერთმა არქიტექტორმა სქაიპორტის საფუძვლად უკვე არსებული სახურავები გამოიყენა, რითაც მშენებლობის დრო და ხარჯები შეამცირა. თუმცა, სადიზაინო ბიუროების უმრავლესობამ ცალკე მდგომი შენობების ვარიანტი არჩია, რომლებიც უფრო კარგად იქნება მორგებული სატრანსპორტო სფეროს მომავალზე.



Uber–ში აღნიშნავენ, რომ ამ პროექტების კომერციულ რეალიზაციამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ წარმოდგენილი პროექტები უკვე დღეს გვაჩვენებენ მიმართულებას, თუ საით უნდა განვითარდეს თანამედროვე ქალაქის არქიტექტურა.






სხვა სიახლეები