• Ƀ/$

ქაღალდის ფული გაქრობას იწყებს

13 მაისი 13:00, 2018 წელი | ეკონომიკა

ქაღალდის ფული არსებობას წყვეტს. ქვეყნიერების აღსასრულამდე ჯერ კიდევ შორია. არც ბირთული ომი დაწყებულა და არც მზე აფეთქებულა ზეგიგანტად. ფული ისევ არსებობს ოღონდ მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

პირველყოფილი ადამიანი თავს ნადირობით, თვზაობითა და შემგროვებლობით ირჩენდა. მრავალი ათასი წლის წინ, მონადირემ  მეთევზეს ან სხვა მონადირეს ნადავლი გაუცვალა. ასე დაიწყო ბარტერი. სისტემამ დიდხანს გაძლო, მაგრამ ერთ დღესაც ცვლილებები დრო დადგა. ნადირობის იარაღის დახვეწამ მონადირეს საშუალება მისცა მოენადირა იმაზე მეტი ვიდრე საკუთარი საჭიროებისთვის კმაროდა. მას გაუჩნდა ამბიცია, რომ დათვის ხორციც ეჭამა, თევზიც, ხილიც და შესამსელიც უკეთესი ჰქონოდა. ასე გაჩნდა სასაქონლო ფული. დედამიწის სხვადასხვა რეგიონში სასაქონლო ფულს წარმოადგენდა ნიჟარები, ცხვარი, ძროხა და კიდევ ბევრი მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი სულიერი და უსულო სხეული. ეს სისტემა წინაზე უფრო მალე დაინგრა. „ფულის“ტრანსპორტირება და შენახვა ძვირი ჯდებოდა.



28 საუკუნის წინ, ლიდიაში, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე გამოჩნდა პირველი მონეტა. 2 საუკუნის შემდეგ „კოლხური თეთრი“ საქართველოშიც გამოჩნდა.



მონეტამ მალევე ისტორიული დატვირთვა შეიძინა. მეფეები თავის გამოსახულებას ტვიფრავდნენ მასზე. კოლონიას კი საკუთარი ფული ქონა ეკრძალებოდა. არქეოლოგიური გათხრების დროს ჯერ კიდევ ძველი კოლხური თეთრი ტრაპიზონსა და ყირიმშია ნაპოვნი, რაც სავაჭრო ურთიერთობების უტყუარი დასტურია. ქართულ ფულს ძალა საქართველოს გარეთაც ჰქონია. ნაპოვნი მონეტით დღეს შესაძლებელია იმის დადგენა რამდენად განვითარებული იყო მოცემულ პერიოდში ეკონომიკა, მეტალურგია, მოიპოვებოდა თუ არა ოქრო ან სხვა ძვირფასი ლითონი, ვისი გავლენა ვრცელდებოდა ამა თუ იმ ტერიტორიაზე.


ქაღალდის ფული პირველად ჩინეთში 10 საუკუნის წინ გამოჩნდა, ევროპაში კი ბევრად გვიან მხოლოდ XVII საუკუნეში. ფულს უკვე აღარ ჰქონდა თავისი შინაგანი ღირებულება. მას ერთის მხრივ ოქრო და მეორეს მხრივ ემიტენტისადმი ნდობა ამყარებდა.


ყოველთვის როცა სახელმწიფო ბევრ ფულს ბეჭდავდა ინფლაცია იწყებოდა. ასე მოხდა ჩინეთში XI საუკუნეში, გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოში 1993-94 წლებში, ზიმბამბვეში 2008 წელს და ვენესუელაში ამჟამად. ასე ხდებოდა მაშინაც როცა შენადნობში ოქროს წილს ამცირებდნენ.


 


XX საუკუნის 70-იან წლებში ბაზარზე საბანკო ბარათები, ბანკომატები და POS ტერმინალები იწყებს დამკვიდრებას. დღეს მსოფლიოში 3 მილიონამდე ბანკომატია, მაღგან საქართველოში 2200. პირველი ბანკომატი კი თბილისში 1998 წელს დაიდგა.



სადებეტო პლასტიკურ ბარათს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია


1)      გადახდის სისსწრაფე და სიზუსტე. აღარაა საჭირო ხურდის თვლა არც გამყიდველისა და არც მყიდველის მხრიდან.


2)      დაცულობა. ნაღდი ფულის დაკარგვის შემთხვევაში მისი დაბრუნების ალბათობა მინიმალურია. ბარათის შემთხვევაში 1 სატელეფონო ზარია საკმარისი მის დასაბლოკად.


3)      იზოგება ინკასაციის ხარჯები, მცირდება ძარცვისა და ყაჩაღობის ალბათობა, მცირდება დაზღვევის ხარჯები.


4)      გადახდა ან ფულის განაღდება 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შესაძლებელია. ხელფასის მისაღებად უწყისზე ხელის მოწერა აღარაა საჭირო.



ნიდერლანდებში, ბელფიაში, შვედეთში, კანადაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში უნაღდო ანგარიშსწორების წილი უკვე 85%-ს გადასცდა როგორც ოპერაციების რაოდენობით, ასევე მოცულობით. ამ ქვეყნებს 20-იან წლებში ნაღდი ფულის გამოყენების აკრძალვა აქვთ გადაწყვეტილი.


მიუხედავად იმისა, რომ უნაღდო ოპერაციების რაოდენობამ დღიურად 1.1 მილიარდს გადააჭარბა და ზქვეყნების ნაწილი 100%-ით მასზე გადასვლას გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით საცალო გადახდებში მისი წილი 15%-საც ვერ აღწევს. თავი რომ გავანებოთ რეგიონებსაც სადაც ელექტროენერგია უბრალოდ არასდროს ყოფილა, საქართველოშიც კი პატარა მაღაზიები საკომისიოს დაზოგვის მიზნით POS ტერმინალის დადგმას ერიდება. მოსახლეობის დიდ ნაწილსაც ნაღდი ანგარისშსწორება ურჩევნია.


შიდა და საერთასორისო საბანკო გადარიცხვების, ბირჟებზე ვაჭობის ჯამური მოცულობა დღიურად $10 ტრლნ-ს აღემატება, რომელიც უკვე მთლინად ელექტრონულ ფორმაზეა გადასული.



2008 წლიდან კი ბაზარზე ფულის სრულიად ახალი სხაეობა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა შემოვიდა, რომელმაც მოკლე პერიოდში მოახერხა პოპულარობის მიღწევა. ბიტკოინი რომელიც 1 ცენტზე ნაკლები ღირდა 2017 წლის დეკემბერში 20 000 დოლარი გახდა, შემდეგ მხოლოდ რეგულაციების მეშვეობით განახევრდა. მთლიანი კრიპტოკაპიტალიზაცია ამ ეტაპზე $400 მლრდ-ს შეადგენს, რაც შესაძლოა ერთი შეხედვით დიდ თანხად ჩანდეს, მაგრამ რეალურად მთლიანი ბრუნვის 1%-ზე ნაკლებია.



კრიპტოვალუტის მასობრივ გამოყენებაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ადრეა, ბარათები კი ნაღდ ფულს თანდათან ანაცვლებენ. ბარათებით გადახდის წილი და ჩანაცვლების სისწარაფე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგრამ ტენდენცია ერთიდაიგივე.


 


მსგავს თემაზე:


ვენესუელაში ბანკნოტებისგან ჩანთებსა და სუვენირებს ამზადებენ


ნივთები და სერვისები რომლებიც მალე წარსულს ჩაბარდება


 


 


 


მსგავს თემაზე:

ვენესუელაში ფული ქათმის კვერცხმა ჩაანაცვლა


ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია



სხვა სიახლეები