• Ƀ/$

გაუფასურების შემდეგ ციფრული ვალუტები გაძვირდა

15 მაისი 18:45 | კრიპტოეკონომიკა

ერთკვიარიანი კლების შემდეგ კრიპტობაზარი ზრდის მიმართულებით შეტრიალდა. ჯამური კაპიტალიზაცია $406 მლრდ-მდე გაიზარდა.

4%-იანი გამყარების შემდეგ ბიტკოინის ფასი $8800-ს მიუახლოვდა. ეთერიუმის ღირებულება 735 დოლარს შეადგენს. რიპლი მხოლოდ 2%-ით გამყარდა ახლა 75 ცენტი ღირს. ეოსის ღირებულება თითქმის არ შეცვლილა, სამაგიეროდ ლაითკოინი 6%-ზე მეტით გამყარდა და ფასმა $147-ს მიაღწია. 7.6%-იანი მატების შემდეგ იოტას ფასმა კვლავ გადააბიჯა $2-იან ნიშნულს.


სხვა ალტკოინებიდან ზიქეში დიდი სისწრაფით განაგრძობს ზრდას. ის ამჟერად 28%-ით გამყარდა და მისმა ფასმა $382-ს მიაღწია, 2 დღის წინ მხოლოდ $250 ღირდა. 2 დღიანი 50%-იანი ზრდის შემდეგ ბაითკოინის ღირებულება 9%-ით შემცირდა. დანარჩენი ვალუტების უმრავლესობა კი 5-6 პროცენტის ფარგლებში გამყარდა.



სხვა სიახლეები