• Ƀ/$

თბილისში მიწისქვეშა ავტოსადგომები 3 ლოკაციაზე მოეწყობა

16 მაისი 11:43 | ეკონომიკა

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად სამი ლოკაცია დედაქალაქში დაინტერესებულ კერძო კომპანიებს  სიმბოლურ ფასად -  ერთ ლარად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ 16 მაისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

სამივე ლოკაციაზე ჯამში დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტს მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს.  


„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით, სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ  ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა  თბილისის მერმა.  


მოძრაობის განტვირთვისა და საცობების შესამცირებლად დაგეგმილია ასევე ავტობუსების პარკის განახლება მეტროს ვაგონების მოდერნიზება და დამატებითი ესტალადების მშენებლობა.


 


მსგავს თემაზე:


საბურთალოს ხაზს მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება


თბილისი დიზელზე მომუშავე 100 ავტობუსს ყიდულობს


სხვა სიახლეები