• Ƀ/$

226 წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმღვანელებს

22 მაისი 14:23, 2018 წელი | ფინანსები

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას, პირველად არსებობის 226 წლიანი ისტორიის მანძილზე ქალი უხელმძღვანელებს. 67-ე პრეზიდენტი სტეისი კინინგჰემი გახდა. 

სტეისი კინინგჰემი თომას ფარლს ჩაანაცვლებს, რომელიც ბირჟას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.


ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა 1792 წლის 17 მაისს დაარსდა და დღეს ყყველაზე დიდია.  ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიების კაპიტალიზაცია  $21 ტრლნ-ს აღემატება. წლიური სავაჭრო ბრუნვა კი $60 ტრლნ-ს აღწევს.


ნაზდაკისა და ჩიკაგოს ბირჟები, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ტრენდს მიყვებიან NYSE-თან შედარებით მათი მოცულობა და მასშტაბი ბევრად პატარაა, ისევე როგორც ტოკიოს, ჰონგ-კონგის ან ლონდონის საფონდო ბირჟების.


ამ დრომდე ბირჟაზე რომლის საათობრივი ბრუნვა მთელს საქართველოს ეკონომიკას აღემატება არც ერთი ქართული კომპანია წარმოდგენილი არ არის.


 


მსგავს თემაზე:


17 მაისი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დაარსების დღეა


ნიუ-იორკი განახლებად ენერგიაში ინვესტირებას ზრდის


სხვა სიახლეები