• Ƀ/$

აპრილში ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა

30 მაისი 12:06, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის აპრილში 6.5% შეადგინა, 4 თვის საშუალომ კი - 5.5%. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.


 


აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მკოცულობა 15%-ით გაიზარდა.


გასულ წელთან შედარებით გაზრდილია ექსპორტისა და ფულადი გზავნულების მოცულობა რაც მშპ-ს კომპონენტებიდან მოხმარებაზე ახდენს გავლენას.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5%-იან ზრდაზეა გათვლილი, იმდენივეს ვარაუდობს EBRD-ც. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 5.5% კი ბოლო 6 წლის რეკორდული მაშვენებელია.


 


მსგავს თემაზე:


ექსპორტი 4 თვეში 22%-ით გაიზარდა


ბიუჯეტის შემოსულობებმა პირველ კვარტალში გეგმას 221 მილიონი ლარით გადააჭარბა


სხვა სიახლეები