• Ƀ/$

იტალიის პრორუსული მთავრობა „გაზის სამხრეთის დერეფნის“ მშენებლობას აჩერებს

8 ივნისი 13:44, 2018 წელი | ეკონომიკა

იტალიის კოალიციურმა პრორუსულმა მთავრობამ განაცხადა, რომ გადახედავს „გაზის სამხრეთის დერეფნის“ TAP-ის მონაკვეთის მშენებლობას, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის ევროპაში გადატუმბვა უნდა განხორციელდეს.

სააგენტო როიტერის ცნობით, ამის შესახებ ქვვეყნის გარემოს დაცვის ახალმა მინისტრმა სერჯო კოსტამ განაცხადა. მინისტრმა TAP–ს „უაზრო და იტალიისთვის არასაჭირო“ უწოდა და თქვა, რომ „ამ და კიდევ ორ მსხვილ პროექტში იტალიის მონაწილეობას გადახედავენ“.


TAP–ის საკითხი დღის წესრიგშია შესული და მას ჩვენ პრიორიტეტულად განვიხილავთ“, – განაცხადა გარემოს დაცვის მნისტრმა, რომელიც მთავრობაში პრორუსულ პარტიას „5 ვარსკვლავი“ წარმოადგენს. ის ბოლო წლების განმავლობაში პროტესტებითა და საბოტაჟით გამოდის აზერბაიჯანული გაზსადენის წინააღმდეგ.


„ჩვენი ენერგოპოლიტიკისა და გაზზე მოთხოვნის გათვალისწინებით, TAP დღეისათვის აბსოლუტურად უაზრო პროექტია“, – ნათქვამის სერჯო კოსტას წერილობით პასუხში იტალიელი დეპუტატების კითხვაზე.


სააგენტო როიტერი აღნიშნავს, რომ იტალიის მინისტრთა კაბინეტის ახალი გადაწყვეტილება უკიდურესად დაძაბავს რომსა და BP-ს შორის ურთიერთობებს. სწორედ ეს გლობალური კომპანია უდგას სათავეში გაზის სამხრეთის დერეფნის კონსორციუმს.


როიტერმა კომენტარის მოპოვება ვერ შეძლო მილსადენის კონსორციუმიდან.


სამხრეთის რეგიონის მინისტრმა მოძრაობიდან „5 ვარსკვლავი“ ბარბარა ლეზიმ ორი დღის წინ როიტერს უთხრა, რომ TAP ეკოლოგიურ რისკებს ქმნის. პოლიტიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ იტალიას გაზის ისედაც საკმარისი პოტენციალი გააჩნია.


მანამდე ანალოგიურ პრობლემას კონსორციუმი საბერძნეთშიც წააწყდა, როდესაქ ქვეყნის მთავრობაში მემარცენეები და სოციალისტები მოვიდნენ. თუმცა, საბოლოოდ, კონსორციუმის კომპრომისზე წასვლის შედეგად პროექტის მშენებლობა გაგრძელდა.


„გაზის სამხრეთის დერეფნის“ მეორე მონაკვეთის TANAP ოფიციალური გახსნის ცერემონია 12 ივნისს თურქეთში შედგება. ეს გაზსადენი საქართველო–თურქეთის საზღვარს თურქეთ–საბერძნეთის სახვართან დააკავშირებს.


მსგავს თემაზე:


საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს


TAP-ის საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება


„გაზის სამხრეთის დერეფანი“ დამატებით $1,6 მლრდ-ს საჭიროებს


გაზის სამხრეთის დერეფანი საზეიმოდ გაიხსნა


TANAP–ის გახსნის ცერემონიის თარიღი შეიცვალა


„გაზის სამხრეთის დერეფანი“ – ევროკავშირის უალტერნატივო პრიორიტეტი


საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ივნისიდან კიდევ უფრო გაიზრდება


TANAP-ის გახსნით პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურული გარდაქმნა ახალ ეტაპზე გადავა


ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს 2020 წლიდან მიიღებს


სხვა სიახლეები