• Ƀ/$

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.5%-ით გაიზარდა

12 ივნისი 16:04 | ეკონომიკა

იანვარ-მაისის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 10.5%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკა გაუმჯობესებულია როგორც გადაფრენების, ისე აფრენა-დაფრენის მიმართულებით.

ამის შესახებ M2B-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციიდან” აცნობეს.

2018 წლის იანვარი-მაისის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 ფრენით და 10.5%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაშ შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7%-ით მეტია. აფრენა-დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 254 ფრენით, ანუ 25.5%-ით არის გაზრდილი.  

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია იანვრიდან მაისის ჩათვლით  16 385 340 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 32 454 კმ-ით და 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შპს “საქაერონავიგაციის” მიერ დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის დადებითი შედეგია.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.

მსგავს თემაზე:

WIZZ AIR ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებისა და მიმართულებების რაოდენობას ზრდის

FLY DUBAI ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას იწყებს

პოლონური ავიაკომპანია „SMALL PLANET AIRLINES“ ვარშავა-ბათუმი-ვარშავას რეისებს 1-ლი ივნისიდან განაახლებს

ბათუმის აეროპორტიდან ავიაკომპანია „YANAIR“ ფრენების მიმართულებებს ზრდის

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა


სხვა სიახლეები