• Ƀ/$

კიმ ჩენ ინი ვაშინგტონში ვიზიტს დასთანხმდა

13 ივნისი 10:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევას დასთანხმდა და ვაშინგტონში სტუმრობის მზაობა გამოთქვა.

თავის მხრივ, ტრამპი ფხენიანში კიმმაც მიიწვია, მიწვევა ტრამპმაც მიიღო, თუმცა ფხენიანში სტუმრობის შესახებ რაიმე განცხადება თეთრ სახლში არ გაკეთებულა.


ტრამპი და კიმ ჩენ ინი  ერთმანეთს 12 ივნისს სინგაპურში შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრა შეიძლება ისტორიულად შეფასდეს 3 მიზეზის გამო 1) ჩრდილო კორეის და აშშ-ის ლიდერები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. 2) სინგაპურის სამიტს წინ  ბირთული ცდები და ურთიერთმუქარა უძღოდა. ფხენიანი ატომური ბობმპის სიმზლავრეს და გასაშვები რაკეტის დისტანციის მანზილს სისტემატურად ზრდიდა. ამერიკამ კი კორეას სანქციები გაუმკაცრა, მის სანაპიროს ატომური ავიამზიდები მიაყენა და კორეას „ცეცხლითა და მძვინვარებით“ დაემუქრა. 3) მხარეებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც განიარაღებასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.


იმის გადაჭრით თქმა შეასრულებს თუ არა კიმი საკუთარი ნებით აღებულ ვალდებულებას რთულია. ორი ქვეყნის ლიდერის უკვე გადაწყვეტილი შეხვედრა ძალიან ახლოს იდგა ჩაშლასთან. კიმ ჩენ ინი ვაშინგტონის გარდა მოსკოვშიცაა მიწვეული, რამაც შეიძლევა ვითარება საგრძნობლად შეცვალოს.


 


მსგავს თემაზე:


ლავროვმა კიმ ჩენ ინი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად მიიწვია


სირიის დიქტატორმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა


სხვა სიახლეები