• Ƀ/$

ფინანსთა სამინისტრომ 20 და 40 მილიონის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

13 ივნისი 13:25 | ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 13 ივნისს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.


მოთხოვნამ 47 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.270 პროცენტით, მაქსიმალური – 7.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.329 პროცენტით განისაზღვრა.


დღესვე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 72 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.480 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.451 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი