• Ƀ/$

აზერბაიჯანი საბაჟო ტარიფების გაზრდას გეგმავს

13 ივნისი 16:03 | ეკონომიკა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი არ გამორიცხავს იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის გაზრდას.

ამის შესახებ უწყების საბაჟო ტარიფების რეგულირების განყოფილების უფროსმა აზიზაგა ჰუსეინოვმა ოთხშაბათს, სემინარზე „აზერბაიჯანის საბაჟო – დღევანდელობა და მომავლის გამოწვევები“ გამოსვლაში განაცხადა.


ჰუსეინოვის თქმით, ტარიფების შესაძლო გაზრდის უმთავრესი მიზანი ადგილობრივი წარმოების დაცვა იქნება.


„უპირველესად, ეს შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ნაწარმი, აგროპროდუქციის გადამუშავება, მანქანათმშენებლობა და სხვა სფეროები“, – განაცხადა ჰუსეინოვმა.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი