• Ƀ/$

გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, რეფორმები რომელიც მის პრემიერობას უკავშირდება

13 ივნისი 19:05 | მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაკავაებული თანამდებობა დატოვა.  განცხადება გადადგომის შესახებ კვირიკაშვილმა 13 ივნისს 18:30-ზე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა. 2013-2015 წლებში პრემიერობამდე კვირიკაშვილის ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ებარა, ამავდროულად იყო ვიცე-პრემიერიც.


გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობას უკავშირდება რამდენიმე ეკონომიკური რეფორმა, მათ შორის 4 პუნქტიანი გეგმა. მის დროს გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა და დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა. 2017 წლიდან დაიწყო ეკონომიკის გამოცოცხლება გაიზარდა ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ვიზიტორთა რაოდენობამ 7.55 მილიონს გადააჭარბა. წინა წლებთან შედარებით დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა და 5%-ს მიაღწია, ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც 2018 წლის 1 იანვირდან ამოქმედდა. რეინვესტირებული მოგება გათავისუფლდა გადასახადებისგან. გახხორციელდა სამინისტროების ოპტიმიზაცია. 2017 წელს შევიდა ძალაში ვიზალიბერალიზაციაც. 2016 წელს კი ამოქმედდა პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელმაც ჩართვიდან დღემდე 126 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.


თავის ბოლო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა რომ 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მისი და უმრავლესობის წევრების აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა.


კონსტიტუციის მიხედვით პრემიერ-მინისტრთან ერთად თანამდებობას ტოვებს ყველა მინისტრი თუმცა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ისინი მინისტრის მოვალეობის ფუნქციას შეასრულებენ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება კი პირველ ვიცე-პრემიერს ეკისრება, ეს თანამდებობა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკავა. უმრავლესობამ უნდა წარადგინოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, რომელიც თავის მხრივ მინისტრების კანდიდატებს წარადგენს. ახალ მთავრობას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს და პრეზიდენტმაც ხელმოწერით დაადასტუროს.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი