• Ƀ/$

მკვლევართა აზრით ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კიდევ 1 საუკუნე ვერ ჩაანაცვლებს

17 ივნისი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი არ წყდება. მას განიხილავენ სამეცნიერო წრეებში, უნივერსიტეტებში, უბრალო საუბრისას, მის შესახებ იღებენ ფილმებს და წერენ წიგნებს. თუმცა იმედები/შიშები უმეტეს შემთხვევაში გადაჭარბებულია. 

გასული საუკინს 60-იან წლებშიც კი ბევრს სჯეროდა, რომ საუკუნის დამლევს რობოტი ადამიანს მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლებდა, რაც არ მოხდა. ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტების პროფესორების აზრით აღნიშნული კიდევ მინიმუმ 1 საუკუნე არ მოხდება. ხელოვნური ინტელექტი ადამიანიც ცხოვრებაში სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს, მაგრამ მის სრულ ჩანაცვლების შესაძლებლობას მხოლოდ შემდეგი თაობის ადამიანები შეიძლება მოესწრნონ.


ამ ვისთვის პესიმისტური და ვისთვის ოპტიმისტური სცენარის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტი უახლოეს 10 წელიწადში გარკვეულ გარევას მაინც მოახდენს და ეს გარღვევა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. უახლოეს 10 წელიწადში ხელევნურ ინტელექტს შეეძლება:


1)      პოკერის მსოფლიო სერიის მოგება


2)      ტექსტის წაკითხვა


3)      სინქრონული თარგმანის სრულყოფა


4)      ბანკის ტელეფონ-ოპერატორის ფუნქციების შეთავსება


5)      საატესტატო გამოცდების ჩაბარება


6)      პოპ სიმღერის დაწერა


7)      სატვირთო ავტომობილის მართვა



ხელოვნური ინტელექტის მიღწევები მხოლოდ სამეცნიერო ბლოგებზე არ დაიწერება, ის ადამიანთა ცოვრებაზეც პოვებს ასახვას. ბევრი სამსახურს დაკარგავს, ბევრი უბრალოდ გაბრაზდება, რომ ადამიანური ურთიერთობები შემცირდა, ბევრიც ჩათვლის, რომ პროგრესი შეუქცევადია და ის ადამიანთა ცხოვრებას აიოლებს.


საუკუნის შუა პერიოდში და კიდევ უფრო გვიან ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა შეძლოს:


1)      New York Times-ის რედაქტორობა


2)      ქირურგიული ოპერაციის ჩატარება


3)      ხელოვნური ინტელექტის კვლევა


4)      საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა



ადამიანის ფუნქციების სრულყოფილად შეთავსებას კი კიდევ რამდენიმე ათწლეული დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ კვლევაში აზიური წარმოშობის პროფესორები ამა თუ იმ მიღწევამდე მისასვლელად დროის უფრო მცირე მონაკვეთს ასახელებდნენ ვიდრე მათი დასავლეთელი კოლეგები.


ხელოვნური ინტელექტის მიმართ უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი სტივენ ჰოკინგი. ის აშინებს ილონ მასკსაც, თუმცა დუბაის სამიტზე ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეითაც გამოვიდა.



მეცნიერები კამათობენ, ტემპზე, ფორმაზე, მეთოდებზე, რეგულირების გზებზე, თუმცა კითხვას იმის შესახებ დაიმკვიდრებს თუ არა ხელოვნური იტელექტი ადამიანის ცხოვრებაში თავის ადგილს უკვე დიდი ხანია აღარ სვამენ.


 


მსგავს თემაზე:


ზეადამიანი მეცნიერული ფანტასტიკა თუ ახლო მომავალი?


მომავლის სამუშაო გარემო, 3 წინასწარმეტყველება


AMAZON მმართველ პერსონალს რობოტებით ანაცვლებს


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთში, რობოტები ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ადგილს შთანთქავენ


ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს სასკოლო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს


კალათბურთელი რობოტი ხელოვნური ინტელექტით ნამდვილი სნაიპერია


ილონ მასკს ხელოვნური ინტელექტი ატომურ ბომბზე საშიშად მიაჩნია



სხვა სიახლეები