• Ƀ/$

SAMSUNG-ის ოფისები განახლებად ენერგიაზე გადადის

23 ივნისი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

SAMSUNG გეგმავს რომ 2020 წლისთვის ოფისები ჩინეთში შტატებსა და ევროპაში სრულიად განახლებად ენერგიაზე გადაიყვანოს. დრო ცოტაა, მაგრამ ოფისები არც ისე დიდ ენერგიას მოიხმარენ როგორც საწარმოები. 

სამსუნგი მზის პანელების გათავსებას მშობლიურ კორეაშიც აპირებს. პროგრამა მინიმუმს 115 000 ოთხსულიანი ოჯახის ელექტროენერგიით სრულად დაკმაყოფილება წარმოადგენს.


კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა კარგად აქვთ გაცნობიერებული. გარემოზე ზრუნვა და განახლებად ენერგიაში ინვესტირება კი აღნიშნულის ერთ-ერთი გამოხატულებაა.



სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი SAMSUNG თითქმის ყველა სახის საოჯახო ელექტრო ტექნიკას აწარმოებს, თუმცა ლიდერი სმარტფონებში და ტელევიზორებშია. ტელევიზორებში კონკურენციას კორეულ LG-სთან აწყდება, სმარტფონებში კი ამერიკულ APPLE-თან. 2017 წელს სამსუნგმა 319 მილიონი მობილური გაყიდა და 20.5%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა.


რაც შეეხება მზის ენერგიას, მისი დადგმული სიმძლავრე 2001-2016 188-ჯერ 1.6-დან 301 გიგავატამდე გაიზარდა. განახლებადი ენერგიის მრავალი სახეობიდან ყველაზე დიდი პოტენციალი სწორედ მზის ენერგიას გააჩნია. მზიდან დედამიწამდე 1 წამში მოღწეული ენერგია პლანეტის მოსახლეობის 1 წლის მოხმარებას აღემატება.


სიახლეები მსგავს თემაზე:


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MICROLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


SAMSUNG 8K გარჩევადობის ტელევიზორს გამოუშვებს


მსგავს თემაზე:

265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის



სხვა სიახლეები