• Ƀ/$

მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ტექდათვალიერებაზე პრობლემები არ შეექმნებათ

26 ივნისი 13:10, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, თუმცა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რეგისტრირებულ ავტომობილებს საჭის მდებარეობა შეცვლილი არ უნდა ჰქონდეთ. 

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის გარკვეული გარდამავალი პერიოდი დაწესდა და ინსპექტირების მთელი პროცესი 2 წელზე გადანაწილდა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, რომელი კატეგორიის მანქანები,   რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ,  ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. გრაფიკი გაწერილია ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით.


დეტალური ინფორმაციის მიღება ტექნიკური ინსპექტირების პროცესისა და პირობების შესახებ შესაძლებელია ცხელ ხაზზე 1484.


 


მსგავს თემაზე:


სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ავტომობილების ტექდათვალიერება იწყება


ტექდათვალიერებაზე გაყვანილი ავტომობილების 25,6% უვარგისი აღმოჩნდა


სხვა სიახლეები