• Ƀ/$

წლიური ინფლაცია 2.2%-მდე შემცირდა

3 ივლისი 11:50, 2018 წელი | ფინანსები

ინფლაციის განაკვეთმა 2018 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 2.2%, მიმდინარე წლის მაისთან შედარებით კი 0.6% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. 

1 წლის მანძილზე ყველაზე მეტად 5.2%-ით საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი  გაზი გაძვირდა რამაც საერთო ინფლაციაზე 0.43%-იანი ასახვა ჰპოვა. ჯანდაცვის ხარჯები 5.1%-ით გაიზარდა, რაც ასევე 43%-ით აისახა ინფალციია განაკვეთზე. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები 4.9%-ით გაიზარდა, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება 4.7%-ით. ტრანსპორტზე ხარჯების ზრდამ 4.6% შეადგინა, თუმცა საერთო ინფლაციაზე ყველაზე მეტი 0.63%-იანი გავლენა მან მოახდინა. წლის განმავლობაში ფასების კლება პროდუქციის 2 ჯგუფზე დაფიქსირდა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -7.7%, კავშირგაბმულობა -1.3%.



საქართველოს ეროვნულ ბანკს 2018 წელს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად 3% აქვს დასახული. 3%-იან ინფლაციაზეა გათვლილი სახელმწიფო ბიუჯეტიც.


 


მსგავს თემაზე:


ვენესუელაში წლიურმა ინფლაციამ 41 800%-ს გადააჭარბა


ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე მინიმალური სარეზერვო განაკვეთი 7-დან 5 პროცენტამდე შემცირდა


სხვა სიახლეები