• Ƀ/$

ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა

10 ივლისი 13:11 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ბაქოში, ჰეიდარ ალიევი სახელობის აეროპორტში უმაღლესი რანგის თურქ სტუმარს აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები ვიცე–პრემიერისა და მინისტრის მოადგილეების, ასევე ელჩების დონეზე დახვდნენ. აეროპორტში მოეწყო საპატიო ყარაულიც.


ერდოღანის ოფიციალური ვიზიტის დღისწესრიგისა და მოლაპარაკებებზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროები ამ ეტაპზე არ ავრცელებენ.


სხვა სიახლეები