• Ƀ/$

თბილისში უბნური ტიპის ახალი დასახლებები დიდი პოპულარობით სარგებლობს

10 ივლისი 17:25 | კომპანიები

თბილისში დეველოპერები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ავითარებენ უბნური ტიპის დასახლებებს.

მეგაპოლისის ხმაურის და დაბინძურების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მომხმარებლები ცენტრიდან მოშორებულ, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა უბნებში ცდილობენ ბინების ყიდვას.


დღეს თბილისში ერთ-ერთი პოპულარული დასახლებაა „მეტრა პარკი“, რომელიც ბაგებში მდებარეობს.


დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვე და ამავდროულად სატრანსპორტო არტერიებით შექმნილი ქაოსისგან დისტანცირება, განლაგება შემაღლებულ ადგილზე, ქალაქის სხვა უბნებისგან განსხვავებული ეკოლოგიური პარამეტრები, სილამაზე, სიმწვანე და სიმყუდროვე – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც მყიდველები „მეტრა პარკს“ ირჩევენ.


კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ ახალ უბანს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ავითარებს. ყველა სამშენებლო პროცესი ვადების და სამუშაოების წარმოების გრაფიკის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. მშენებლობის პარალელურად უდიდესი ყურადღება ეთმობა სისუფთავეს და წესრიგს.


„მეტრა პარკის“ კომპლექსი, რომლის ფართობიც 51,133 კვადრატული მეტრია, 23  შენობა-ნაგებობისგან შედგება, საიდანაც 20 უკვე აშენებულია.


ამა წლის სექტემბერში კომპლექსის ტერიტორიაზე გაიხსნება საბავშვო ბაღი, რომელიც მოემსახურება როგორც „მეტრა პარკში“, ისე თბილისის სხვა უბნებში მცხოვრებ აღსაზრდელებს.


„მეტრა პარკის“ მთელი ტერიტორია გამწვანებულია: კომპანია უვლის როგორც ბუნებრივ ლანდშაფტს, ასევე ზრუნავს მის განვითარებაზე. მოწყობილია სტადიონი და საბავშვო მოედანი, განვითარების სტადიაზეა კიდევ არაერთი სკვერი.


„მეტრა პარკი“-ს გარე ტერიტორიაზე სივრცეების არსებობა პასუხობს თანამედროვე თბილისის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას, პარკირებას. ასევე, მყიდველებს აქვთ საშუალება შეიძინონ შენობებში არსებული ავტოსადგომები.


საცხოვრებელ კომპლექსში წესრიგის შენარჩუნებისათვის და გამწვანების მოვლა-პატრონიბისთვის „მეტრა დეველოპმენტ“-მა დააფუძნა საექსპლუატაციო კომპანია „მეტრა სერვისი“. ძირითადი მომსახურების ჩამონათვალი მოიცავს გარე ტერიტორიის, სტადიონისა და საბავშვო სკვერის ყოველდღიურ დასუფთავებას, მობინადრეებთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით სადარბაზოების დასუფთავებასა და სახლების ლიფტების ექსპლუატაციას.


მომავალში კომპანია გეგმავს გააფართოვოს შეთავაზებული მომსახურების სპექტრი.


სხვა სიახლეები