• Ƀ/$

თბილისის ზღვაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

10 ივლისი 17:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Summer Set-ის პირველი, საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე 27 ივლისს გაიმართება.

ფესტივალის პარტნიორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პროექტი "ჩექინ ჯორჯია" 2018-ის ფარგლებში იმართება. სასტუმრო Moxy-ში ფესტივალის ორგანიზატორებმა , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფირშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. პრესკონფერენციაზე დაანონსდა რომ Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება.


Summer Set ხელს შეუწყობს მთაში დასვენების კულტურის პოპულარიზებას, მოიზიდავს ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მსგავსი ტიპის ფესტივალები, რომლებიც აერთიანებს მუსიკას, სპორტს, მთის კურორტებს ამჟამად ინერგება ევროპაშიც.


5 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის პარტნიორი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მთის კურორტების განვითარების კომპანიაცაა.


 


მსგავს თემაზე:


საქართველოში ჩინურ მინი-სერიალს გადაიღებენ


„ANAKLIA ECHOWAVES“ 23-26 აგვისტოს გაიმართება


სხვა სიახლეები