• Ƀ/$

ბაკურიანის შემოვლითი გზა 2019 წელს გაიხსნება

16 ივლისი 10:31, 2018 წელი | ეკონომიკა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.  


პროექტის ფარგლებში იგეგმება  2.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს.


ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა  2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში პარალელურად ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელ, 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას.


 


მსგავს თემაზე:


„დოპელმაიერმა“ საქართველოს მთის კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი გადაამზადა


გუდაურის საკურორტე სივრცე 3-ჯერ გაიზრდება


საქართველო სნოუბორდში 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა


სხვა სიახლეები