• Ƀ/$

R410 - ფრეონი, რომელიც ოზონის ფენას არ შლის

21 ივლისი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მოსახლეობის მატებასთან, შემოსავლების ზრდასთან და გლობალურ დათბობასთან ერთად კონდიციონერისა და მაცივრის მოხმარება მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. კომფორტი გარემოზე ნეგატიურად მოქმედებს. 

ნებისმიერი ელექტრო მოწყობიობა ელექტროენერგიას საჭიროებს რომლის თითქმის ¾ წიაღისეული საწვავისგან მიიღება, რაც გლობალურ დათბობას უწყობს ხელს. თუმცა ამ კუთხით ბოლო დროს მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება. ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. შენდება ახალი ჰესებიც, რომელიც მართალია მიკროკლმატს ცვლის, მაგრამ ატმოსფეროს არ აბინძურებს და ამიტომ ეკოლოგიურია. თუმცა მაცივარსა და კონდიციონერს სხვა ზიანიც მოაქვთ. ფრეონი, რომელიც მათი მუშაობისთვის აუცილებელია ოზონის შრეს ათხელებს.


ოზონის ფენა მზის ულტრაიისფერ სხივებს აკავებს, მისი დათხელება ან ხვრელის გაჩენა დედამიწაზე სიმსივნისა და რადიაციის რისკს ზრდის. თუმცა ამ ერთი შეხედვით რთული ვითარებიდან გამოსავალი მაინც არსებობს, რომელიც სიცხეში კონდიცირებაზე უარის თქმასა და სიცხით გატანჯვას არ გულისხმობს.


ფრეონი ნამდვილად აზიანებს ოზონის ფენას, მაგრამ არა ყველა ტიპის ასეთია R410 ტიპის ფრეონი, რომელიც R22-სგან განსხვავებით ოზონზე არ ზემოქმედებს. საქართველოში ფასში განსხვავება 60-70 ლარია. ფასთაშორის სხვაობის გარდა, მომხმარებელთა დიდ ნაწილს აღნიშულის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.


საქართველოს ხელი აქვს მოწერილი მონრეალის ოქმზე რომელიც R22-ის გამოყენების ეტაპობრივს შემცირებას ითვალისწინებს. 2020 წლისთვის 25%-ით, 2025 წლისთვით 67%-ით, 2030 წლისთვის კი 100%-ით.


სუფთა ენერგიის მიღება და დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირება ტექნიკურად უკვე აღარ წარმოადგენს პრომლემას. ძირითადი პრობლემა ფასი და მაღალი დანახარჯია, რომელიც ნელ-ნელა მცირდება.


 


მსგავს თემაზე:


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქი ინდოეთში მდებარე კანპურია


ელექტროძრავიანი გემები რეალობა გახდება


საზოგადოებრივი ტრანსპორტი გერმანიის 5 ქალაქში უფასო ხდება


მსგავს თემაზე:

შენობის ექსპლუატაციაში შესასვლელად ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემა სავალდებულო გახდება


დრონები ეკოლოგიურ გარემოს გააუმჯობესებენ


ბრიტანეთში ელექტრომობილის ფლობას წაახალისებენ


საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური აშენდება



სხვა სიახლეები