• Ƀ/$

გურჯაანში ღვინის ახალი ქარხანა აშენდება

20 ივლისი 13:52, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში შპს „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც, სულ მცირე, 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. 

შპს „ვაზისუბნის მამული“ 32 ჰა. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ვენახია გაშენებული. აღნიშნულ საწარმოში კომპანია საკუთარი ყურძნის გადამუშავებას უზრუნველყოფს, ამასთან, სოფელი  ვაზისუბნისა და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა მოახდინონ ყურძნის ჩაბარება.


სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანში სოფელ ვაზისუბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 84 000 ლარად გაყიდა.


 


მსგავს თემაზე:


ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინო ხარისხობრივ სტანდარტებს შეესებამება


12 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის სანიტარულ სამსახურს ქართული ღვინის მიმართ კითხვები გაუჩნდა


სხვა სიახლეები