• Ƀ/$

iPhone-ს მყისიერი დამუხტვის ტექნოლოგია შეიმუშავეს

22 ივლისი 17:52, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ავსტრალიაში, ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უნიკალური ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომლის მეშვეობით სმარტფონების დამუხტვა მყისიერადაა შესაძლებელი.

ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.


გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგია ამ ეტაპზე მხოლოდ iPhone-ს მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. გამოგონება iPhone-ს აკუმულატორის სპეციალური მოწყობილობით ჩანაცვლებას გულისხმობს, რომელსაც განსაკუთრებული მონაცემები გააჩნია ენერგიის მიღება–განაწილებისთვის.


სპეციალისტები ამჟამად იმას იკვლევენ, თუ რამდენად უსაფრთხოა ახალი მოწყობილობა მომხმარებლების ჯანმრთელობისთვის. მოგვიანებით კი მას დანარჩენ სმარტფონებსაც მოარგებენ.


სხვა სიახლეები