• Ƀ/$

ტრამპი იმედოვნებს, რომ იტალია TAP-ის მშენებლობას დაასრულებს

31 ივლისი 11:56 | ეკონომიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ იტალია შეძლებს ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) მშენებლობის დასრულებას, რომლითაც აზერბაიჯანის გაზის ევროპაში ტრანსპორტირება განხორციელდება.

ტრამპმა ეს განცხადება ვაშინგტონში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯუზეპე კონტესთან ეთრობლივ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა.


„რაც შეეხება გაზსადენს, მინდა კონკურენტუნარიანი მილსადენის ხილვა. ბატონო პრემიერ–მინისტრო, იმედი მაქვს, თქვენ შეძლებთ ამ კონკურენტუნარიანი მილსადენის მშენებლობის დასრულებას“, – თქვა ტრამპმა.


TAP–ის პროექტის ღირებულება $4,5 მლრდს შეადგენს და ის „გაზის სამხრეთის დერეფნის“ გლობალური პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანულ გაზს თურქეთ საბერძნეთის საზღვრიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის ფსკერის გავლით იტალიის სამხრეთში გადატუმბავს. პროექტის გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მლრდ კბ/მ გაზს შეადგენს, ამ მოცულობის გაორმაგების პერსპექტივით.


გეგმის თანახმად, TAP–ის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს და ამავე წელს აზერბაიჯანული გაზი, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებს გაივლის, უკვე ევროპულ ქსელში მოხვდება.


გაზსადენის საერთო სიგრძე 878 კმ–ს შეადგენს. აქედან 550 კმ საბერძნეთის ტერიტორიაზე გაივლის, 215 – ალბანეთში, ხოლო 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე. იტალიის ტერიტორიაზე პროექტის დასასრულებლად სულ რაღაც 8 კილომეტრზეა საჭირო გაზსადენის მშენებლობა.


მსგავს თემაზე:


საქართველოს ფაქტორი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში


დააფრთხობს თუ არა „გაზპრომს“ კასპიის გაზის ევროპისკენ სვლა?


იტალიის პრორუსული მთავრობა „გაზის სამხრეთის დერეფნის“ მშენებლობას აჩერებს


საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს


TAP-ის საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება


„გაზის სამხრეთის დერეფანი“ დამატებით $1,6 მლრდ-ს საჭიროებს


გაზის სამხრეთის დერეფანი საზეიმოდ გაიხსნა


TANAP–ის გახსნის ცერემონიის თარიღი შეიცვალა


„გაზის სამხრეთის დერეფანი“ – ევროკავშირის უალტერნატივო პრიორიტეტი


საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ივნისიდან კიდევ უფრო გაიზრდება


TANAP-ის გახსნით პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურული გარდაქმნა ახალ ეტაპზე გადავა


ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს 2020 წლიდან მიიღებს


სხვა სიახლეები