• Ƀ/$

TESLA MODEL 3 ბაზრის ლიდერი ხდება

7 აგვისტო 17:38, 2018 წელი | კომპანიები

TESLA MODEL 3 ნელ-ნელა იწყებს იმ ფუქნციის შეთავსებას რა ჩანაფიქრიც მწარმოებლებს გააჩნდათ. მისაღები ფასის და ოპტიმალური ხარისხის ნაზაცით მეოდელი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი უნდა გამხდარიყო.

2018 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ სულ 53 300 ელექტრომობილი აწარმოა, მათგან 40 700-ის რეალიზება შეძლო. გაყიდული ავტომობილების 45.2% 18400 ერთეული მოდელ 3-ზე მოდის. ზრდა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 125%-ს, ხოლო გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1100%-ს შეადგენს.


TESLA MODEL 3-ის წარმოება გასული წლის აგვისტოში დაიწყო, თავდაპირველად გეგმასთან ჩამორჩენამ კომპანიის აქციების ფასი დასწია, მაგრამ პრობლემა რამდენიმე თვეში აღმოიფხვრა.


ელექტრომობილი როგორც წესი დღესაც მცირე გაბარიტების ავტომობილთან ასოცირდება, რომელსაც ერთ დამუხტვაზე 150-200 კილომეტრის გავლა შეუძლია. ხოლო ის მოდელები რომელებსაც უკეთესი აკუმულატორი გააჩნით საკმაოდ ძვირებია. MODEL 3-მა ელექტრომობილზე წარმოდგენა შეცვალა. სტანდარტული მოდელი ერთ დამუხტვაზე 350 კილომეტრს გადის და მისი ღირებულება $35 000-ს შეადგენს, რაც ახალი ავტომობილისთვის სავსებით მისაღებია ფასია. მოდერნიზებული მოდელი კი 500 კილომეტრზეა გათვლილი და ფასი $44000-ს შეადგეს, ეს კი TESLA MODEL S-ის სტანდარტული ფასის ნახევარზე ოდნავ მეტია.


TESLA ერთ-ერთი იშვიათი კომპანიაა, რომელიც ყოველ კვარტალს ფინანსური ზარალით ამთავრებს, მაგრამ მაინც წარმატებულად ითვლება. მიზეზი ისაა, რომ ამონაგები მთლიანად უკან ბრუნდება, კვლევებზე და ახალი მოდელების შემუშავებაზე კი მილიარდობით დოლარი იხარჯება.


 


მსგავს თემაზე:


ელექტრომობილების გაყიდვები 2018 წელს 1.5 მილიონს გადააჭარბებს


წყალბადისძრავიანი გემი უკვე რეალობაა


სხვა სიახლეები