• Ƀ/$

თურქულმა ლირამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა

9 აგვისტო 11:42 | ფინანსები

თურქული ლირა კატასტროფულ გაუფასურებას განაგრძობს. მხოლოდ ბოლო 12 საათის განმავლობაში კურსი დოლართან მიმართებაში 2.5%-ით, 5.28-დან 5.42-მდე გაუფასურდა.

კურსი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ 5.05-ს შეადგენდა, 1 თვისი წინ 4.71-ს, 1 წლის წინ კი 3.45-ს. დენომონაციის შემდეგ 2006 წლიდან ლირა სისტემატურად უფასურდებოდა, თუმცა 2018 წელს გაუფასურების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. 1 იანვარს კურსი 3.78-ს შეადგენდა, გაუფასურებამ 7 თვეშეი 43%-ს გადააჭარბა.


ვადნის ძირითადი მიზეზი პოლიტიკურია. ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ცივდება. აშშ და თურქეთი ვერ თანხმდებიან გიულენის, შეიარაღების შესყიდვისა და სირიის თემაზე.


დოლარის გარდა ლირა თითქმის ყველა ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის ლართანაც 12 საათში 2.14-დან 2.19-მდე. 8 აგვისტოს ლირა 46.7 თეთრი ღირდა, 9-ში დილით კი 45.4 თეთრი. აღსანიშნავია რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში თავად ლარიც დოლართან მიმართებაში 2.45-დან 2.47-მდე გაუფასურდა.


ლირასთან ერთად უფასურდება რუბლის კურსიც. დოლარის ღირებულებამ უკვე 66 რუბლს გადააჭარბა.


 


მსგავს თემაზე:


ვენესუელაში წლიურმა ინფლაციამ 41 800%-ს გადააჭარბა


სხვა სიახლეები