• Ƀ/$

SAMSUNG GALAXY NOTE 9 - 1 TB მეხსიერებითა და პრეზენტაციის გასამართი ჭკვიანი კალმით

10 აგვისტო 01:36 | ტექნოლოგიები

SAMSUNG-მა 9 აგვისტოს ახალი ფლაგმანური სმარტფონი GALAXY NOTE 9 წარადგინა. წინასწარ გაჟონილი ან მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია გამართლდა. სმარტოფინი მეხსიერება დამატებითი ბარათის ჩათვლით 1 TB-ს აღწევს. 

განასკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბატარეაზეც და მისი სიმძლავრე 3300-დან 4000 მილიამპერ/საათამდე გიზარდა, ანუ თითქმის 25%-ით. სამხრეთ კორეულმა გიგანტმა სავარაუდოდ გაითვალისწინა NOTE 7-ის მწარე გამოცდილება (რამდენიმე ბატარეა აფეთქდა, გაყიდვები შეწყდა და კომპანიის აქციების ფასი შემცირდა)  და სიმძლავრის ზრდასთან ერთად უსაფრთხოების ნორმებიც გაამკაცრა. ცხადია მასვე ექნება უსადენო სწრაფი დამუხტვის ფუნქციაც.


ახალი პროცესორი ნახშირბადის გაგრილების სისტემით საშუალებას იძლევა  ტელეფონის ხანგძლივი დროით დატვირთულ რეჟიმში მუშაობას პრობლემებისა და დაყოვნებების გარეშე. არ გამართლდა მოლოდინი 7 ნანომეტრის შესახებ, მოდელი 10 ნანომეტრიანი და რვაბირთვიანი იქნება.


გაუმჯობესებულია S PEN-იც. NOTE-ს სხვა მოდელებისგან ზოგადად აღნიშნული ჭკვიანი კალამი გამოარჩევს. ამიერიდან სმარტფონის ეკრანზე ჩანიშვნების გარდა კალამს პულტის ფუნქციაც დაემატება და მისი მეშვეობით პრეზენტაციების ჩატარება გახდება შესაძლებელი. ის ერთგვარი კამერის პულტიც იქნება, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში სელფის ჯოხსაც ჩაანაცვლებს.


გაუმჯობესებული ორმაგი კამერა 1.5-2.4 დიაფრაგმით ღამითაც კი მკაფიო ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს. მთავარი კამერა 12MP, სელფის 8MP.


ეკრანის ზომა 6.4 ინჩი, ტიპი SUPPER AMOLED, გარჩევადობა (2960x1440). 4K ეკარანის მოლოდინმა ისევ 1 წლით გადაიწია.


წინა მოდელის მსგავსად ამ მისი მონიტორთან და ტელევიზორთან მიერთება ამჯერადაც შესაძლებელი იქნება. NOTE 9-ს ორი სიმბარათის მხარდაჭერა ექნება. მოდელი წყალგამძლე იქნება დასაები მაქსიმალური დრო 30 წუთი, დასაშვები მაქსიმალური სიღრმე 1.5 მეტრი. სმარტფონი ზომაში 161.9 x 76.4 x 8.8 მილიმეტრი იქნება და სულ 4 ფერში გამოვა: შავი. ლურჯი, ვარდისფერი და სპილენძისფერი. გაყიდვები 2 კვირის შემდეგ დაიწყება ფასი 1000-1250 აშშ დოლარი. 


სხვა სიახლეები