• Ƀ/$

ალიევი ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვის მოცულობის მრავალჯერ გაზრდას ელოდება

13 აგვისტო 09:12, 2018 წელი | ეკონომიკა

აზერბაიჯანი უახლოეს წლებში ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთბრუნვის მრავალჯერ გაზრდას ელოდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კასპიის ქვეყნების ლიდერთა სამიტზე განაცხადა.

5 ქვეყნის ლიდერი ყაზახეთის ქალაქ აქტაუში შეიკრიბა.


„სატრანსპორტო სექტორში განხორციელებულმა მრავალმილიარდიანმა ინვესტიციებმა აზერბაიჯანი ევრაზიაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო და პოლიტიკურ ცენტრად აქცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.


მისივე თქმით, აზერბაიჯანი კასპიისპირა ქვეყნებისთვის მშნივშნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს და მისი როლი ამ მიმართულებით ჰოველწლიურად იზრდება.


„სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო–თბილისი–ყარსი ბაქოში გაუსლი წლის ოქტომებრში გაიხსნა. ეს პროექტი აზიისა და ევროპის რკინიგზებს აკავშირებთ ერთმანეთთან. ამ მარშრუტით გასულ წელს 191 კონტეინერი გადაიზიდა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში დაახლოებით 1400 კონტეინერი. წლის ბოლომდე დაახლოებით 4 000 კონტეინერის გადატვირთვაა დაგეგმილი და მომდევნო წლებში ამ მარშრუტით ტვირთბრუნვის მოცულობის მრავალჯერ ზრდას ველოდებით“, – განათხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


კასპიისპირა ქვეყნების ლიდერები აქტაუში გასულ უქმეებზე შეიკრიბნენ, სადაც ხელი მოეწერა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას. კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ 5 ქვეყანას შორის მჯელობა 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.


მსგავს თემაზე:


თურქმენული გაზის საქართველოზე ტრანზიტის შანსი გაჩნდა


სამხრეთკავკასიური სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი იზრდება – პუტინმა კასპიის ზღვის კონვენციას ხელი მოაწერა


სხვა სიახლეები