გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით დეპოზიტების მოცულობის წლიურმა ზრდამ 19% შეადგინა.
ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1 წელიწადში 16.1%-ით გაიზარდა. ლარში განთავსებული დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 29.5% შეადგინა, უცხოურ ვალუტაში კი 12.2%-ით. დეპოზიტების ტიპების მიხედვით ყველაზე მაღალი ზრდა -21.6% მოთხოვნამდე ანაბრებში დაფიქსირდა, 14.1%-ით მას ვადიანი ანაბრები მოსდევს, მიმდინარე ანგარიშის ზრდამ კი 9.9% შეადგინა.
იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა უფრო მეტით 22.4%-ით გაიზარდა, ლარში განთავსებული დეპოზიტების წილი 55.2%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გათავსებული დეპოზიტების წილი კი პირიქით 3.4%-ით შემცირდა. მიმდინარე ანგარიშების წილი 4.8 პროცენტითაა შემცირებული, სამაგიეროდ მკვეთრად 72.2%-ით გაიზარდა მოთხოვნამდე ანაბრები და კიდევ უფრო მეტით 90.3%-ით გაიზარდა ვადიანი ანაბრების მოცულობა.
მსგავს თემაზე:
სესხების ჯამურმა მოცულობამ 23 მილიარდს გადააჭარბა