• Ƀ/$

ტექნოლოგიები რუტინულ სამუშაო ადგილებს ანადგურებს

18 აგვისტო 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, 10 წლის წინ მილიონობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. რეცესიიდან გამოსვლა მოხერხდა, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელი ბევრ სახელმწიფოში თავადპირველ ნიშნულს არ დაბრუნებია.

ეკონომიკასთან შედარებით დასაქმების უფრო დაბალი ტემპით ზრდა და ზოგ შემთხევაში კლება ტექნოლოგიებით არის გამოწვეული. ავტომატიზაციის შედეგად მანქანა და პროგრამა კონკრეტულ დავალებას უფრო სწრაფად, იაფად და მეტი სიზუსტით ასრულებს, ვიდრე მას ადამიანი მოახერხებდა.  

კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი მეთიუ თეჩერეიმ საკითხთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა სახელწოდებით „რეცესია და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია.“ ნაშრომში უკანასკნელი 20 წელია მიმოხილული, შესწავლილია როგორც აშშ-ის ასევე სხვა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების შრომის ბაზრის სტრუქტურა.

ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად კვლავ მაღალია მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სამუშაოზე, სადაც საჭიროა რთული და საპასუხიმგებლო გადაწყვეტილების მიღება. რუტინული სამუშაო ადგილები კი ერთმანეთის მიყოლებით ქრება. 

სამუშაო პროცესის სწრაფი ტრანსფორმაციის მიუხედავად ადამიანის სრულ ჩანაცვლებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია. რობოტების ადამიანზე გაბატონება ჰოლივუდურ ფილმებში რჩება და დიდი ალბათობით არც გასცდება მას, თუმცა ტექნოლოგიების წყალობით ცვლილებები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში მომავალშიც გაგრძელდება.


მსგავს თემაზე:

მილიონი ვაკანსია: გერმანიაში პერსონალის რეკორდული უკმარისობაა

საბერძნეთში უმუშევრობის დონე ყატარის მაჩვენებელს 107-ჯერ აღამატება

მომავლის სამუშაო გარემო, 3 წინასწარმეტყველება


მსგავს თემაზე:

კალათბურთელი რობოტი ხელოვნური ინტელექტით ნამდვილი სნაიპერია


ჩინეთში საცობებს ხელოვნურ ინტელექტს დაუპირისპირებენ


მკვლევართა აზრით ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კიდევ 1 საუკუნე ვერ ჩაანაცვლებს


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის



სხვა სიახლეები