• Ƀ/$

არაბული ქვეყნებიდან კონკურენტუნარიანობის ინდექსით საემიროები ლიდერობს

19 აგვისტო 12:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

არაბული სამყაროს ქვეყნების უმეტესობა ნავთობითა და გაზითაა მდიდარი, თუმცა ცხოვრების დონე მხოლოდ რამდენიმე მათგანშია მაღალი.

გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში არაბთა გაერთიანებული ემირატები პირველ ადგილს იკავებს, თუმცა მსოფლიოში მე-17 ადგილს სჯერდება. შემოსავლების რაოდენობით 1 სულ მოსახლეზე $73 800 PPP დათვლით ეს ქვეყანა მეორეა არაბულ სახელმწიფოთა რიგებში ყატარის შემდეგ და მე-7 მსოფლიოში. საამიროები ფართობით არც თუ ისე დიდია და საქართველოს ფართობს მხოლოდ 20%-ით აღემატება. მოსახლეობა კი 9.3 მილიონს აღწევს. დუბაიში მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი „ბურჯ-ხალიფა“ ხელოვნური პალმის ფორმის კუნძული და დახურული სათხილამურო მოედანი უდაბნოს ქვიშაზე. დუბაიმ ნავთობზე დამოკიდებულებაზე უარი განაცხადა, მოახდინა ეკონომიკის დივერსიფიკაცია, გადაიქცა რეგიონულ ჰაბად, განავითარა ტურიზმი და ავიაცია.



გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში მეორე ადგილს ყატარი იკავებს, თუმცა შემოსავლებით 1 სულ მოსახლეზე $128 300 არათუ არაბულ სამყაროში მსოფლიოშიც კი პირველია. საამიროებთან შედარებით ყატარი ფართობით თითქმის 8-ჯერ პატარაა და 11 500 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მოსახელობა კი 2.6 მილიონს აღწევს. FIFA-ს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებების შედეგად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარი გაიმართება, რომელიც კლიმატური პირობების გამო ზაფხულის მაგივრად ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება.



სამეულს საუდის არაბეთი ასრულებს ცხოვრების დონე განსაკუთრებულად მაღალი არ არის, მმართველობის ფორმად აბსოლუტური მონარქია ნარჩუნდება, ქალებმა მართვის მოწმობის აღების ნება მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მიიღეს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელია 10 მილიონ ბარელზე მეტი დღე-ღამეში (პერიუდულად პირველობას რუსეთს ან აშშ-ს უთმობს). ელ-რაიდს საკმაოდ დიდი პოლიტიკური ამბიციებიც გააჩნია. უკვე წლებია “Saudi Aramco”-ს ბირჟაზე გამოტანა იგეგმება, მეფის მტკიცებით მისი ღირებულება $100 მლრდ-ს შეადგენს რაც იმას ნიშნავს რომ მთელი კომპანიის კაპიტალიზაცია $2 ტრლნ ყოფილა. ანუ 2-ჯერ მეტი ვიდრე APPLE-ის.



ათეულში ასევე შედიან ბაჰრეინი, ქუვეითი, მაროკო, ტუნისი, ალჟირი, იორდანია და ომანი.


 


მსგავს თემაზე:


საუდის არაბეთში პირველად ქალებს ავტომობილის მართვის მოწმობა გადასცეს


საუდის არაბეთი VS ირანი ვინ უფრო ძლიერია რეგიონში?


ქალაქი, რომელიც ცას ნავთობდოლარების გარეშე სწვდება


მსგავს თემაზე:

დუბაიში მცურავ ბაზარს აშენებენ


საუდის არაბეთში პირველად ქალებს ავტომობილის მართვის მოწმობა გადასცეს



სხვა სიახლეები