• Ƀ/$

„ჩრდილოეთის ნაკადის“ მონაწილე გერმანია „გაზის სამხრეთის დერეფნის“ განვითარებით არის დაინტერესებული

22 აგვისტო 08:43, 2018 წელი | ეკონომიკა

გერმანია „გაზის სამხრეთის დერეფნის“ განვითარებით არის დაინტერესებული, რომლის მეშვეობითაც ევროპა გაზს აზერბაიჯანის საბადოებიდან მიიღებს.

ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ქვეყნის კანცლერის ანგელა მერკელის კავკასიური ტურნეს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.


მერკელი თბილისს ხუთშაბათს, 23 აგვისტოს ეწვევა, 24 აგვისტოს ის ერევანში ჩავა, ხოლო კავკასიურ ტურნეს 25 აგვისტოს ბაქოში დაასრულებს.


„ჩვენ თურქეთის გავლით ევროპაში არლეტრნატიული გაზსადენების მშენელობით ვართ დაინტერესებული, რომლებითაც კასპიის გაზის ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს „გაზის სამხრეთის დერეფნის“ შემდგომ განვითარებასთან მიმართებაში“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.


მისივე თქმით, ევროკავშირის ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილია TANAP-ისა და TAP–ის გაზსადენებზე ევროპული ქსელების დაერთება.


TANAP–ის გახსნის საზეიმო ცერემონიას თურქეთის პროვინცია ესკიშერიხში 12 ივნისს თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები დაესწრდნენ. ღონისძიებას არ დაესწრო საქართველოს სამთავრობო დელეგაცია.


TANAP სიგრძე 1850 კილომეტრს შეადგენს და საქართველო–თურქეთის საზღვრიდან თურქეთ–საბერძნეთის საზღვრამდეა გაყვანილი, სადაც ის ტრანსადრიატიკულ (TAP) გაზსადენს შეუერთდება და აზერბაიჯანული გაზი იტალიამდე მიაღწევს.


TANAP–ის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, საიდანაც 6 მლრდ–ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მლრდ კუბური მეტრი ევროპაში გადაიტუმბება.


მსგავს თემაზე:


საქართველოს ფაქტორი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში


დააფრთხობს თუ არა „გაზპრომს“ კასპიის გაზის ევროპისკენ სვლა?


იტალიის პრორუსული მთავრობა „გაზის სამხრეთის დერეფნის“ მშენებლობას აჩერებს


საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს


TAP-ის საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება


„გაზის სამხრეთის დერეფანი“ დამატებით $1,6 მლრდ-ს საჭიროებს


გაზის სამხრეთის დერეფანი საზეიმოდ გაიხსნა


TANAP–ის გახსნის ცერემონიის თარიღი შეიცვალა


„გაზის სამხრეთის დერეფანი“ – ევროკავშირის უალტერნატივო პრიორიტეტი


საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ივნისიდან კიდევ უფრო გაიზრდება


TANAP-ის გახსნით პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურული გარდაქმნა ახალ ეტაპზე გადავა


ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს 2020 წლიდან მიიღებს


სხვა სიახლეები