• Ƀ/$

ლიეტუვამ „გაზპრომის“ შემაკავებელი გზა გამონახა

22 აგვისტო 12:04, 2018 წელი | ეკონომიკა

ნორვეგიული კომპანიისგან  Hoegh LNG გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის შესყიდვით ლიეტუვა რუსულ „გაზპრომს“ ნედლეულზე ფასის გაზრდის საფუძველს აღარ მისცემს.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა საულუს სკვერნიალისმა LRT Radijas–თან ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, ტერმინალის შესყიდვა გაზის ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურების ხარჯებსაც თანდათანობით შეამცირებს.


„დღეისათვის ტერმინალიდან ლიეტუვა მთლიანი მოხმარების ნახევარ გაზს იღებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ფასების მონოპოლისტი გაზპრომი მუდმივი წნეხის ქვეშ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიეტუვაში გაზის ფასის 20% ზრდაა მოსალოდნელი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.


სხვა სიახლეები