• Ƀ/$

გაცვლის თუ არა თურქეთი ლირას ამერიკელ პასტორში?

23 აგვისტო 21:39, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ თურქეთის საფინანსო კრიზისი პასტორი ენდრიუ ბრანსონის განთავისუფლებისთანავე დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტერეკომპანია Al Jazeera ავრცელებს.


აშშ–ის მხრიდან თურქეთისათვის სანქციების დაწესებამ ქვეყანაში სერიოზული სავალუტო კრიზისი გამოიწვია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა თურქი სამართალდამცავების მიერ ამერიკელი მღვდელმსახურის ენდრიუ ბრანსონის დაპარტიმრებას მოჰყვა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას ედავება. ბრანსონი ამ დროისთვის თურქეთში შინაპატიმრობაში იმყოფება.


წლის დასაწყისიდან, აშშ–თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, თურქული ლირის კურსი 45%–ით გაუფასურდა.


სხვა სიახლეები